აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულმა ბიუროებმა წინასაახალწლო საქველმოქმედო აქციები განახორციელეს.
კახეთის, შიდა და ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს სააღსრულებო ბიუროებმა სოციალურად დაუცველ, მარტოხელა და მზრუნველობასმოკლებულ ბავშვებს წინასაახალწლოდ პირველადი მოხმარების ნივთები, პროდუქტი, ტკბილეულობა და საჩუქრები მიუტანეს.
ბიუროების თანამშრომლებმა საქველმოქმედო ღონისძიება საკუთარი თანხებით განახორციელეს და ჯამში რამდენიმე ათეული ოჯახი გაახარეს.