აღსრულების ეროვნულ ბიუროში ავტოპარკის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით ლოჯისტიკის და შიდა კონტროლის სამსახურის თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარდათ.
ტრენინგი GPS სისტემის გამოყენების წესებსა და პროცედურებს მოიცავდა.
სასწავლო კურსის ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები გაეცნენ კონტროლის ისეთ საშუალებებსა და მეთოდებს, რომელსაც ევროპის განვითარებული ქვეყნები იყენებენ.
ახალი სისტემის გამოყენებით, ბიურო ონლაინ რეჟიმში განახორციელებს როგორც ავტოპარკის მონიტორინგს, ასევე სისტემის გამოყენებით, დაადგენს, მძღოლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების ტარების ხარისხს; მონიტორინგს გაუწევს ავტოპარკის მიზნობრივად გამოყენების საკითხს, რაც ხელს შეუწყობს ბიუროს უფრო ეფექტურ მუშობასა და დანახარჯების შემცირებას.