აღრულების ეროვნული ბიურო 2021 წლის 6 თვის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკას აქვეყნებს.
2021 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 4126 ერთეული შემთხვევა შეადგინა;
საანგარიშო პერიოდში უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის საქმეებიდან მორიგებით დასრულდა 59 შემთხვევა და შესაბამისად, იძულებითი გამოსახლება არ განხორციელდა;
ამავე პერიოდში, მორიგების შედეგად გამოცხადებული აუქციონი შეწყდა 222 შემთხვევაში და არ მოხდა ქონების რეალიზაცია;
2021 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული ჯარიმის განწილვადება გაუკეთდა 3 117 მოქალაქეს;
2021 წლის ივნისის ბოლოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარმოებაში არსებული 8812 ერთეული ალიმენტიდან - დარეგულირებულია 3 941 საქმე.
მხარეების მორიგების მიზნით, სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესში აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან აქტიურად არიან ჩართული მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერები და სოციალური მუშაკები. მათი უმთავრესი მიზანია, საქმისწარმოების პროცესში შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოახდინონ მხარეთა შეხვედრებისა და მორიგების ორგანიზება, კონსულტაცია, თანამშრომლობა და შუამდგომლობა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან დახმარების მიღების მიზნით