ერეკლე ღვინიანიძე ტერიტორიული ბიუროების თანამშრომლებთან შეხვედრებს მართავს
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ტერიტორიულ სააღსრულებო ბიუროების მუშაობას ადგილზე გაეცნო;
ერეკლე ღვინიანიძე სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროების თანამშრომლებს შეხვდა.
ბიუროს თავმჯდომარემ აღმასრულებლებსა და ბიუროს თანამშრომლებს სამოქმედო გეგმა და ახალი ხედვები გააცნო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სააღსრულებო სისტემის უფრო მეტად ეფექტურ წარმოებასა და ახალი კოდექსით მოსალოდნელ ცვლილებებს.
ერეკლე ღვინანიძე ტერიტორიული ბიუროების სამუშაო გარემოსა და პირობებს გაეცნო.