2011 წლის მაისის თვეში აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების, სააღსრულებო ბიუროების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხა 7 487 246.82 ლარს შეადგენს.
2011 წლის მაისის თვეში გადარიცხული თანხა მეტია წინა წლებში გადარიცხულ თანხებთან შედარებით.
2011 წლის 5 თვის მანძილზე სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხამ შედაგინა 62 878 511.96 ლარი.
2011 წლის მაისის თვეში აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების - სააღსრულებო ბიუროების აღსასრულებელ საქმეთა რაოდენობამ შეადგინა 76039 სააღსრულებო წარმოება, საიდანაც თვის განმავლობაში შემოვიდა 6409 სააღსრულებო წარმოება,
აღსრულდა 3240 საქმე, ხოლო დამთავრდა 1689 საქმე, ანუ სულ დასრულებულ საქმეთა რაოდენობამ შეადგინა 4929 საქმე.
2011 წლის მაისის თვეში აღსრულებულ საქმეთა რაოდენობა ნაკლებია 2010 წლის ამავე პერიოდში აღსრულებულ საქმეებთან შედარებით, მაგრამ მეტია 2008 და 2009 წლებთან შედარებით.
სულ 2011 წლის 5 თვის მანძილზე აღსრულებულ საქმეთა რაოდენობამ შეადგინა 15120 საქმე.
იურიდიული კონსულტანტების მიერ 2011 წლის მაისის თვეში მომსახურება გაეწია სულ 1571 მოქალაქეს, ხოლო საინფორმაციო ცენტრში შემოსული ზარის რაოდენობაა - 3480.