აღსრულების ეროვნული ბიუროს საინფორმაციო ცენტრში შემოსული ზარებისა და მოქალაქეთა კონსულტანტების მიერ გაცემული კონსულტაციების რაოდენობა სტაბილურად მაღალია. აპრილის თვეში საინფორმაციო ცენტრში შემოსული ზარების რაოდენობამ 3572, აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქალაქეთა მისაღების კონსულტანტების მიერ გაცემული კონსულტაციების რაოდენობამ კი 1249 შეადგინა. სულ აღსრულების ეროვნული ბიუროს სატელეფონო კონსულტანტებმა 2010 წლის 2 აგვისტოდან - 20 197, ხოლო მოქალაქეთა მისაღების კონსულტანტებმა 2010 წლის 23 ივნისიდან დღემდე 11 249 კონსულტაცია გასცეს.
იურიდიულ კონსულტანტებს მოქალაქეები ძირითადად სააღსრულებო ფურცლის რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურების, სააღსრულებო წარმოების, ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესების და ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობის მიღებისთვის აუცილებელი პირობების შესახებ კითხვებით მიმართავენ.
საინფორმაციო ცენტრში შემოსული კითხვების უმრავლესობა აუქციონების საკითხს ეხება. მოქალაქეებს აინტერესებთ აუქციონის ჩატარების წესები და მასში მონაწილეობის პირობები, აუქციონის შემდგომ ქონების რეალიზაციის წესები. ასევე, მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციისა და ამორიცხვის საფუძვლები, ადმინისტრაციული ჯარიმების შესახებ საკითხები და ალიმენტის გადახდასთან დაკავშირებული თემები.
აღსრულების ეროვნულ ბიუროს საინფორმაციო ცენტრი მოქალაქეებს აწვდის სააღსრულებო საქმისწარმოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას, უწევს მათ იურიდიულ კონსულტაციას აღსრულების პროცესთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე და უზრუნველყoფს მათ სატელეფონო დაკავშირებას აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებთან. ასევე, საინფირმაციო ცენტრი მუშაობს ცხელი ხაზის პრინციპით, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა დაგვიკავშირდეს მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში. საინფორმაციო ცენტრთან დაკავშირება შესაძლებლია ნომერზე (+995 32) 749 649 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე.