აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, იუსტიციის სასწავლო ცენტრის დახმარებით ამავე ბიუროს დაყადაღებული ქონების შეფასების სამსახურში სტაჟირების მსურველთა შერჩევის პირველ ეტაპი - ზოგად უნარებში ტესტირება ჩაატარა.
ორი დღის განმავლობაში, საერთო ჯამში ზოგად უნარებში ტესტირება 117 აპლიკანტმა გაიარა. ის კონკურსანტები, რომლებიც პირველ ეტაპზე გამსვლელ ქულას მოიპოვებენ, გაივლიან კონკურსის მეორე ეტაპს - გასაუბრებას.
გასაუბრების საფუძველზე შერჩეული იქნება სულ 8 გამარჯვებული სტაჟიორი, რომლებსაც მიენიჭებათ აღარულების ეროვნული ბიუროს დაყადაღებული ქონების შეფასების სამსახურში 6 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების უფლება.
გამარჯვებული კანდიდატები სტაჟირებაზე გადანაწილდებიან შემდეგი ტერიტორიული პრინციპით: