იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 18 აღმასრულებელმა, იუსტიციის სასწავლოს ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრეინინგის, ერთთვიანი კურსი გაიარა.
2008 წელს, იუსტიციის სამინისტრის სააღსრულებო დეპარტამენტმა სააღსრულებო ბიუროების ოფისებით უზრუნველყოფის პრობლემა მოაგვარა. იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი ობგაიძის განცხადებით აღსრულების ეროვნულ, ასევე, თბილისის სააღსრულებო ბიუროს, საოფისე ფართი უკვე გამოეყო.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადილე, ლაშა მაღრაძე აღნიშნავს, რომ ადრე მოქმედი კანონით, მოვალის ქონების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლო აღმასრულებელი სააღსრულებო ფურცელს კრედიტორს უბრუნებდა და საქმეს ამთავრებდა.
2008 წლის 1 ოქტომბრიდან სააღსრულებო დეპარტამენტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად _ აღსრულების ეროვნულ ბიუროდ გარდაიქმნება და საკუთარი შემოსავლები ექნება. იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიორგი ობგაიძის განცხადებით, შემოსული თანხები მთლიანად ეროვნული ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ტექნიკურ უზრუნველყოფას მოხმარდება.
პარლამენტში დღეს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის ანგარიში მოისმინეს.
იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის 10 პოლიციელი გადამზადების ათდღიან კურსს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში გადის.