ბათუმის იუსტიციის სახლში ელექტრონული აუქციონის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. მოქალაქეებს ინფორმაცია აღნიშნული სერვისის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს უფროსმა მირიან ხარაბაძემ წარმოუდგინა.ელექტრონული აუქციონის საშუალებით დაინტერესებულ პირს რეგისტრაციის შემდეგ შეუძლია შეარჩიოს სასურველი ლოტი და ივაჭროს ონლაინ რეჟიმში.
2011 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქ. ბათუმში საქართველოში პირველი იუსტიციის სახლი გაიხსნა. საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოსული აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრი ფიქრატ მამადოვი.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, 12 მაისს, თავისუფლების მოედანზე პრევენციულ აქცია "დაიცავი კანონი" გამართა. აქციის მიზანი გახლდათ მოსახლეობის ინფორმირება შედეგებზე, რომელსაც ადმინისტრა ციული ჯარიმების გადაუხდელობა იწვევს."
აღსრულების ეროვნული ბიუროს საინფორმაციო ცენტრში შემოსული ზარებისა და მოქალაქეთა კონსულტანტების მიერ გაცემული კონსულტაციების რაოდენობა სტაბილურად მაღალია. აპრილის თვეში საინფორმაციო ცენტრში შემოსული ზარების რაოდენობამ 3572, აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქალაქეთა მისაღების კონსულტანტების მიერ გაცემული კონსულტაციების რაოდენობამ კი 1249 შეადგინა...
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ახალი ელექტრონული (კანცელარიის) პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. კანცელარიის პროგრამის მეშვეობით მოქალაქეები, რომლებიც აღსრულების ეროვნულ ბიუროს განცხადებით მომართავენ, განცხადებაზე პასუხს ელექტრონულად მიიღებენ. ახალი პროგრამა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე, ბანერის სახითაა განთავსებული.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, 17 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებისთვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ იუსტიციის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული სამსახურები, მათ შორის აღსრულების ეროვნული ბიურო, სამოქალაქო, საჯარო რეესტრები, ნოტარიუსთა პალატა, ეროვნული არქივი და სხვ...
აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და შემოსავლების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ - ნიკა მელიამ და შემოსავლების სამსახურის უფროსმა - ჯაბა ებანოიძემ...
2011 წლის მარტის თვეში აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების, სააღსრულებო ბიუროების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხები კვლავ მაღალია და 16 232 230.92 ლარს შეადგენს. 2011 წლის მარტის თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხა 2-ჯერ მეტია 2010 წლის მარტში გადარიცხულ თანხასთან, 16-ჯერ - 2009 წელს და 19-ჯერ 2008 წელს გადარიცხულ თანხებთან შედარებით...
აღსრულების ეროვნული ბიუროს საინფორმაციო ცენტრში შემოსული ზარებისა და მოქალაქეთა კონსულტანტების მიერ გაცემული კონსულტაციების რაოდენობა იზრდება. მარტის თვეში საინფორმაციო ცენტრში შემოსული ზარების რაოდენობამ 4304, აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქალაქეთა მისაღების კონსულტანტების მიერ გაცემული კონსულტაციების რაოდენობამ კი1495 შეადგინა.
აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის გაფორმებას აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე - ერეკლე ღვინიანიძე, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - გიორგი ღავთაძე, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - გოდერძი ვაჭრიძე და ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ...