საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობას გაეცნენ.მომავალმა იურისტებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს სააღსრულებო სისტემის, აღსრულების დაწყების სამართლებრივი საფუძვლების, აღსრულების ეტაპების შესახებ.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ელექტრონული პროგრამის განახლებასა და საქმისწარმოებაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, "მინისტრის საათის" ფორმატში.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დანერგილ მედიაციის პროცესზე იუსტიციის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში ისაუბრა. ,,აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2023 წლის 9 თვეში მორიგებით დაასრულა 8 771 საქმე. ეს არის ნათელი მაგალითი იმის, რომ მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას ვიჩენთ, რომ მოქალაქეებს შორის დავა, საბოლოო ჯამში, მორიგების გზით გადაწყდეს. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ მედიაციის პროცესებით არის დაკავებული" - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
,,სასყიდლიანი ხელშეკრულებების რეგისტრაციის" პროექტი გულისხმობს, სხვადასხვა ტიპის, მათ შორის, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, სადაც მხარეები აცხადებენ თანხმობას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცეს სააღსრულებო ფურცელი.
საერთაშორისო კონფერენციაზე სააღსრულებო პროცესების ეფექტური განხორციელებისთვის ციფრული მექანიზმებისა და ახალი სერვისების დანერგვის საკითხებზე ისაუბრეს. განიხილეს ისეთი ინოვაციური პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს აღსრულების პროცესის მაქსიმალურ გაციფრულებას. საუბარი შეეხო ბლოკჩეინისა და ელექტრონული აქტივების გამოყენების კუთხით აღმასრულებლის როლსა და მათ პროფესიულ გამოწვევებს.
აღსრულების ეროვნული ბიურო 2023 წლის 9 თვის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკას აქვეყნებს2023 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 8 771 ერთეული შემთხვევა შეადგინა;
აღსრულების ეროვნული ბიურო 2023 წლის 9 თვის განმავლობაში მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს2023 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მომხმარებელთან ურთიერთობის სამსახურმა 323 837 სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია მოქალაქეებს.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს სააღსრულებო პროცესების დიჯიტალიზაციისა და ავტომატიზაციის საკითხებზე ისაუბრეს. საერთაშორისო სამეცნიერო შეხვედრაზე სხვადასხვა ქვეყნაში ეფექტური სააღსრულებო პროცესებისთვის ადაპტირებული გაციფრულების მექანიზმებისა და ელექტრონული სერვისების დანერგვის პრაქტიკული მაგალითების განიხილეს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს ორგანიზაციის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების 15 წლის იუბილე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა მიულოცეს. ღონისძიებაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს დეპარტამენტებისა და ტერიტორიული ბიუროების უფროსებმა გაწეული საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში და სამომავლო ხედვები წარადგინეს.
აღსრულების პროცესში ბავშვთა უფლებების გაძლიერებისთვის შექმნილ დოკუმენტს, მისი პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, სააღსრულებო ბიუროების თანამშრომლები ეცნობიანაღსრულების პროცესში სოციალური მიდგომის გაძლიერებისა და ბავშვის უფლებების დაცვის მიზნით, ტერიტორიულ სააღსრულებო ბიუროებთან შეხვედრები და დისკუსიები მიმდინარეობს.