შეფასების დეპარტამენტის უფროსი - კახაბერ შანშიაშვილი
დაიბადა 1978 წლის 23 ოქტომბერს.
2001 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სპეციალობა - საერთაშორისო სამართლი, კვალიფიკაცია იურისტი (მაგისტრი).
2005 წელს დაამთავრა რუსთავის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობა - ფინანსები და კრედიტები, კვალიფიკაცია ეკონომისტი (ბაკალავრი).
2001-2002 წლებში იყო კავშირი ჯგუფი ,,სამგორი 94“-ის მენეჯერი;
2003-2005 წწ. - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკისა და ანალიზის ცენტრის მთავარი სპეციალისტი;
2004-2007 წწ. - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ინსპექტორი;
2007-2008 წწ. - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის იურიდიული სამმართველოს სასამართლო დავების განყოფილების მთავარი ინსპექტორი;
2008-2014 წწ. - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
2014-2020 წწ. - თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
2020 წ. - თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის ექსპერტი;
2021 წლის ივლისიდან დღემდე მუშაობს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის უფროსად.
წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში საერთაშორისო სამართლის განხრით; ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებსა და ტრენინგებში სხვადასხვა მიმართულებით; გავლილი აქვს გენერალური მენეჯმენტის სეციალური კურსი;
ენები: ინგლისური, გერმანული, რუსული
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: (+995 32) 2 72 11 18 - 2146
შეფასების დეპარტამენტის დებულება