აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - ნათია ბიძინაშვილი
დაიბადა 1981 წლის 12 მაისს, ქალაქ თბილისში.
1998 წ. დაამთავრა ქ. თბილისის 192-ე სკოლა.
1998-2003 წწ. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მინიჭებული აქვს იურისტის კვალიფიკაცია;
2003-2009 წწ. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში, ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით;
2003-2004 წწ. - მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის იურიდიული სამსახურის რეფერენტად;
2004-2009 წწ. - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახურის მთავარი კონსულტანტი;
2006-2011 წწ. - თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, უფროსი მასწავლებელი;
2010 წ. - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ტრენერი;
2010 წ. - საქართველოს პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის უფროსი სპეციალისტი;
2010-2021 წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის იურისტი;
2021-2022 წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის უფროსი იურისტი;
2022 წლის სექტემბრიდან დღემდე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
2022 წლიდან - ნიუ-ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი;
სერტიფიკატები, ნაშრომები
2009 წ. ადვოკატთა სერტიფიკატი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია;
2010-2011 წწ. ტრენერების ტრენინგი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI);
2010-2011 წწ. მომავალ ლიდერ ქალთა პროგრამა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI);
2013 წ. - საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;
2016 წ. - ტრენინგი თემაზე - „საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ“. საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი;
2018 წ. - ტრენინგი თემაზე - ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი. საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი;
2019 წ. - ტრენინგი თემაზე - მხარეთა შეტყობინების სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის ნორმათა ინტეგრაცია სასამართლო პრაქტიკაში. საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი;
2019 წ. - ტრენინგი თემაზე - პერსონალური მონაცემების დაცვა. საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი;
2019 წ. - ტრენინგი თემაზე - საჯარო ინფორმაცია და პერსონალურ მონაცემთა დაცვა. საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი;
2022 წ. - ტრენინგი თემაზე - ვალდებულებითი სამართლის ზოგიერთ ნორმათა ინტეგრაცია სასამართლო პრაქტიკაში. იუსტიციის სასწავლო ცენტრი;
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული, რეცენზირებადი და რეფერირებადი ჟურნალი „ადამიანი და კონსტიტუცია“, სტატია - „მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციულ პროცესში“;
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული, რეცენზირებადი და რეფერირებადი ჟურნალი „ადამიანი და კონსტიტუცია“, სტატია - „განცხადების განხილვის წესი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით“;
სამეცნიერო პრაქტიკული იურიდიული ჟურნალი „სამართალი“, სტატია - „ლტოლვილებისა და დევნილების საარსებო მოთხოვნილებები“;
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ-ფოსტა: nbidzinashvili@nbe.gov.ge
ტელ: (+995 32) 2 72 11 18 - 2136
მიმაგრებული დოკუმენტი: