აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციის სამმართველოს უფროსი
ვალერიან თუხარელი დაიბადა 1977 წლის 19 დეკემბერს ქ. თბილისში.
1994 წელს დაამთავრა ქ. თბილისის მე-100 საშუალო სკოლა.
1996-1998 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.
1999-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.
2000-2006 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამოქალაქო სამრეწველო მშენებლობის ფაკულტეტზე.
2006-2007 წწ. - ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლო, მანდატურის სამსახურის ცვლის უფროსი;
2007-2008 წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს უფროსი;
2008 წლის ოქტომბრიდან დღემდე - აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსი.
ფლობს რუსულ ენას.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ-ფოსტა: Police@nbe.gov.ge
ტელ: (+995 32) 2 72 11 18 - 2131