სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის სექტემბერი და 9 თვის სტატისტიკური ანგარიში
სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2014 წლის სექტემბრის თვეში შემოსულ სააღსრულებო საქმეთა რაოდენობამ შეადგინა 7 227 ერთეული. შემოსული საქმეები ბიუროების მიხედვით გადანაწილდა შემდეგი პროპორციით:
დიაგრამა#1
საანგარიშო თვეს აღსრულებულ საქმეთა რაოდენობამ შეადგინა 4 580 სააღსრულებო საქმე, აღსრულებული საქმეების 8% (381 ერთეული) შეადგენდა სამოქალაქო უზრუნველყოფილ და არაუზრუნველყოფილ საქმეებს.
დიაგრამა#2
დიაგრამა #3
სექტემბერში დასრულებულ საქმეთა რაოდენობამ შეადგინა 5 624 სააღსრულებო საქმე. დასრულებული საქმეების 10% (567 ერთეული) შეადგენდა სამოქალაქო უზრუნველყოფილ და არაუზრუნველყოფილ საქმეებს.
დიაგრამა #4
2014 წლის 9 თვის მანძილზე, ფაქტების კონსტატაციასთან დაკავშირებით შემოსული განაცხადების დინამიკა თვეების მიხედვით იყო შემდეგი:
დიაგრამა #5
გასული 9 თვის მანძილზე ფაქტების კონსტატაციასთან დაკავშირებით სულ შემოსული იყო 386 განაცხადი, საიდანაც 78% გახლდათ თბილისის სააღსრულებო ბიუროს განსახილველი.