თავმჯდომარის მოადგილე
ზურაბ ჩიკვაიძე დაიბადა 1966 წლის 10 მაისს, ქალაქ თბილისში.
1973 - 1983 დაამთავრა ქ.თბილისის #55-ე საშუალო სკოლა;
1983 - 1990 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, კვალიფიკაცია - იურისტი, სპეციალობა - სამართალმცოდნეობა;
1991 წლის აპრილიდან 1991 წლის აგვისტომდე მუშაობდა საქართველოს ეროვნულ გვარდიაში კანონების შესრულებაზე ზედამხედველობის ქ. თბილისის პროკურატურის განყოფილების სტაჟიორ-გამომძიებლად;
1991 წლის აგვისტოდან 1992 წლის ივლისამდე იყო ქ. თბილისის კრწანისის რაიონის პროკურატურის სტაჟიორი.
1992 წლის ივლისიდან 1993 წლის სექტემბრამდე მუშაობდა ქ.თბილისის კრწანისის რაიონის პროკურატურის გამომძიებელი;
1993 წლის სექტემბრიდან 1996 წლის მაისამდე ეკავა ქ.თბილისის კრწანისის რაიონის პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობა;
1996 წლის მაისიდან 1997 წლის ივნისამდე გახლდათ ქ.თბილისის ნაძალადევის რაიონის პროკურორის თანაშემწე;
1997 წლის ივნისიდან 1997 წლის ივლისამდე იყო საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურის პროკურატურის ორგანოებში გამოძიების კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი პროკურორი;
1997 წლის ივლისიდან 2003 წლის ოქტომბრამდე იყო საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურის იმერეთის რეგიონული სამხედრო პროკურორი ;
2002 წელს წარმატებით გაიარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;
2003 წლის ოქტომბრიდან 2005 წლის მარტამდე ეკავა იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა;
2005 წლის დეკემბრიდან 2009 წლის ივლისამდე ეკავა საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა;
2012 წლის ნოემბრიდან 2015 წლის იანვრამდე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ;
2016 წლიდან დღემდე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე;
მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები:
1998 წელი- ღირსების მედალი;
2014 წელი - ISAF-ის სარდლობის მედალი;
2014 წელი- მედალი სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის;
2014 წელი- მონაწილეობდა ISAF-ის სამშვიდობო მისიაში (ავღანეთში)
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს