აღმასრულებლებს საერთაშორისო პროფესიული დღე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ერეკლე ღვინიანიძემ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მირიან ხარაბაძემ და მოწვეულმა სტუმრებმა მიულოცეს.აღმასრულებელთა დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სტუმრებს ტერიტორიულმა სააღსრულებო ბიუროებმა და მხარდამჭერმა სამსახურებმა გაწეული საქმიანობის ანგარიში გააცნეს.
იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი - ,,მედიაცია სააღსრულებო წარმოების პროცესში" - წარმატებით დასრულდა. მიღწეული შედეგები პროექტის ავტორებმა და მონაწილეებმა იუსტიციის მინისტრის მოადგილეებთან - თორნიკე ჭეიშვილთან და ერეკლე ღვინიანიძესთან ერთად შეაჯამეს.
იუსტიციის მინისტრმა მოადგილეებთან და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთად, საქმიანობაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის აღსრულების პოლიციელებს სპეციალური სახელმწიფო წოდებები მიანიჭა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გამოუცხადა.
ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლებმა შეხვედრა კოლეჯ "მოდუსის" მარნეულის ფილიალში, აზერბაიჯანული სექტორის სტუდენტებსა და ლექტორებთან გამართეს.შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ქართული სააღსრულებო სისტემის, აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობისა და სააღსრულებო პროცედურების შესახებ;
სააღსრულებო მედიაციის მიზანი მხარეების სამართლიანი ინტერესების დაცვა, მათ შორის მოლაპარაკების პროცესის წარმართვა და, იძულების ნაცვლად, ვალდებულებების ნებაყოფლობით შესრულების ხელშეწყობაა. მედიაციის კომპონენტის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ საქმეებში, რომლებიც არასრულწლოვანთა ინტერესს ეხება. ამ ტიპის დავებით ზარალდება ბავშვის ინტერესები. ამიტომ პროექტის ერთ-ერთი მიზანი ალიმენტის საქმეების მორიგებით დასრულების ხელშეწყობაა.
სასწავლო კურსის მონაწილეები გაეცნენ დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს, ბლოკჩეინს, ვირტუალურ აქტივებს და სხვა Web3 ტექნოლოგიას, რომელიც სწრაფად იძენს პოპულარობას და ანაცვლებს ტრადიციულ ინდუსტრიებს. ტრენინგპროგრამის მოდულები მოიცავდა ინტერაქტიულ დავალებებს და ვიქტორინებს.ტრენინგების მიზანია, პროფესიონალმა იურისტებმა, ბუღალტრებმა, აუდიტორებმა აითვისონ და გაიგონ ამ ტექნოლოგიების სამართლებრივი შედეგებისა და მარეგულირებელი ჩარჩოების შესახებ, რომლითაც თანამედროვე ბიზნესპროცესები იმართება.
ახალქალაქის, ილია ჭავჭავაძის სახელობის N3 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლებმა გამართეს.
მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ადმინისტრაციული ჯარიმებისა და ფინანსური ვალდებულებების შესახებ; ისაუბრეს ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული და მოსალოდნელი რისკების შესახებ; შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია და განიხილეს რეალური მაგალითები.