აღსრულების ახალი კოდექსის პროექტის მორიგი განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში საქართველოს ბიზნეს, საბანკო, არბიტრთა, ადვოკატთა ასოციაციების, ცალკეული ბანკების, ეროვნული ბანკისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან გაიმართა.
აღსრულების ახალი კოდექსის პროექტის სამუშაო განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე აღსრულების სფეროში ახალი, ერთიანი, სისტემატიზებული სამართლებრივი დოკუმენტის შესახებ იმსჯელეს, რომელიც აღსრულების უფრო მეტად მოქნილ და ეფექტიან სისტემას შექმნის. კოდექსის პროექტის ავტორების შეფასებით, კოდექსი დაფუძნებულია სამართლიანობის, პროპორციულობის და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე.
2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 5963 ერთეული შემთხვევა შეადგინა;საანგარიშო პერიოდში უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის საქმეებიდან მორიგებით დასრულდა 291 შემთხვევა და შესაბამისად, იძულებითი გამოსახლება არ განხორციელდა.
2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში შემოვიდა 11,033 აპლიკაცია დავალიანების გადახდის შესახებ;6 თვის განმავლობაში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა დაასრულა 10013 საქმე;
აღსრულების ეროვნული ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერებმა და სოციალურმა მუშაკებმა მედიაციის პროცესის შინაარსობრივ-პროცედურული საკითხები მოქმედ მედიატორთან, კოკა დიდავასთან ერთად განიხილეს.
აღსრულების ეროვნული ბიურო სერვისებსა და სააღსრულებო წარმოებაში მუდმივად ნერგავს ციფრულ ტექნოლოგიებს. პროგრამულ განახლებებთან ერთად, დაგეგმილია სააღსრულებო წარმოებაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა, რომელიც სააღსრულებო წარმოების ფარგლებში შეასრულებს რიგ ტექნიკურ დავალებებს და გამოათავისუფლებს აღმასრულებლისა და სპეციალისტების სამუშაო დროს.
იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, აღსრულების ეროვნულ ბიუროში შესაძლებელი გახდება სასყიდლიანი ხელშეკრულების (მათ შორის, იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულების) რეგისტრაცია. მისი სავალდებულო პირობა იქნება მხარეთა შეთანხმება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო, სასამართლოს გარეშე, გამოსცემს აქტებს შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინების ან/და უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლებმა თბილისის 143-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ფინანსური ვალდებულებებისა და მოსალოდნელი რისკების შესახებ ტრენინგი ჩაატარეს.მოზარდებმა მიიღეს ინფორმაცია ვალის, ფინანსური ვალდებულებებისა და ადმინისტრაციული ჯარიმების შესახებ. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია და განიხილეს რეალური მაგალითები.