ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - BESTT-ის ფარგლებში აღსრულების ეროვნულ ბიუროს აღსრულების სისტემის შესახებ საზოგადოების ცნობიერების შეფასების ექსპერტები სტუმრობენ. პროექტის ფარგლებში ექსპერტები საადვოკატო კომპანია "სვანიძე და პარტნიორები"-ს, სასამართლოს, მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის და მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ...
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ტერიტორიული ორგანოს - ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს უფროსის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა გურამ ქუტიძემ, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნა მიმდინარე წლის 31 ოქტომბრიდან.
18-21 ოქტომბერს სასტუმრო „ძველ თბილისში" მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე აკადემიური წრეების წარმომადგენლები (თსუ), მათ შორის აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილე უცხო ქვეყნების წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს...
17 ოქტომბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში" პროგრამის "დაძმობილების პროექტი სააღსრულებო სისტემის გაუმჯობესებისთვის" (BESTT) საჯარო პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ნიკა მელია, ევროკავშირის წარმომადგენლობის წარმომადგენელი საქართველოში შტეფან შტორკი...
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები სომხეთში, ქალაქ წახკაძორში 11-12 ოქტომბერს გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას, სახელწოდებით "საჯარო და კერძო სტრუქტურებში სასამართლო აქტების იძულებითი აღსრულების მიმდინარე საკითხები და პერსპექტივები" დაესწრნენ.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმისწარმოება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №124 ბრძანების შესაბამისად ხორციელდება. 2011 წლის 16 სექტემბრიდან ბრძანებაში შესული ცვლილების თანახმად, სააღსრულებო ფურცლის რეგისტრაციისას სავალდებულო გახდა კრედიტორის საბანკო რეკვიზიტები.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ნიკა მელიამ სტუდენტებს წარუდგინა პრეზენტაცია ბიუროს საქმიანობის, განხორციელებული რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ასევე ისაუბრა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან ურთიერთობის შესახებ და სტუდენტებს აუხსნა აღსრულების ეროვნულ ბიუროში სტაჟირებისა და პრაქტიკული სასწავლო კურსების გავლის წესები.
28 სექტემბერს, ქ. ბათუმში, სასტუმრო „შერატონში" მუშაობა დაიწყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ორგანიზებულმა საერთაშორისო სემინარმა „აღსრულების სისტემა - მიღწევები და გამოწვევები." კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ იუსტიციის მინისტრი - ზურაბ ადეიშვილი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ოპერირების განყოფილების უფროსი რამონ რეგადა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე - გიორგი ვაშაძე, აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის პირველი ვიცე-პრეზიდენტი - ბერნარ მენიუ და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ნიკა მელია.