პრევენციული კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში შეხვედრა თელავის #9 საჯარო სკოლის დამამათავრებელი კლასების მოსწავლეებთან შედგა. მოზარდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ვალის, ფინანსური ვალდებულებებისა და ადმინისტრაციული ჯარიმების შესახებ; თავდებობის, იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევებში აღებული ვალდებულებებისა და უფლებების შესახებ; არასასურველი ვალისგან თავის დაცვისა და ადმინისტრაციული ჯარიმების საურავების შესახებ. შეხვედრის დასასრულს, გაიმართა დისკუსია და განიხილეს რეალური მაგალითები.
აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებს და სააღსრულებო პროცედურებს კოლეჯი ,,მოდუსის" სტუდენტები გაეცნენ.ტრენინგის ფარგლებში ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ; გაეცნენ საქართველოს სააღსრულებო სისტემას; აღსრულების დაწყების სამართლებრივ საფუძვლებს; აღსრულების ეტაპებს; ელექტრონულ აუქციონს; გაიმართა დისკუსიები და განიხილეს რეალური შემთხვევები.
მოზარდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ვალის, ფინანსური ვალდებულებებისა და ადმინისტრაციული ჯარიმების შესახებ; თავდებობის, იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევებში აღებული ვალდებულებებისა და უფლებების შესახებ; არასასურველი ვალისგან თავის დაცვისა და ადმინისტრაციული ჯარიმების საურავების შესახებ. შეხვედრის დასასრულს, გაიმართა დისკუსია და განიხილეს რეალური მაგალითები.
აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობისა და სააღსრულებო სამართლის შესახებ ტრენინგები რეგიონებში გრძელდება. პრევენციული კომუნიკაციის ფარგლებში შეხვედრა ქუთაისის უნივერსიტეტის (UNIK) სტუდენტებთან და ლექტორ-მასწავლებლებთან ჩატარდა.
სოციალურ მუშაკთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ კვირეულს აღსრულების ეროვნული ბიუროც შეუერთდა. სოციალური მუშაობა აღსრულებაში - ამ თემაზე გამართულ შეხვედრაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს სოციალურმა მუშაკებმა სააღსრულებო წარმოებაში სოციალური მუშაობის მნიშვნელობაზე და სპეციფიკაზე ისაუბრეს. ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიესალმა. ,,სააღსრულებო წარმოების პროცესში მოქნილი სოციალური პოლიტიკის გატარება ხელს უწყობს გადაწყვეტილებათა ნებაყოფლობით და მხარეთა შეთანხმებით დასრულებას", - აღნიშნა ერეკლე ღვინიანიძემ
აღსრულების ეროვნული ბიურო პრევენციული კომუნიკაციის ფარგლებში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებთან ფინანსური ვალდებულებებისა და მოსალოდნელი რისკების პრევენციის შესახებ შეხვედრებს აგრძელებს.ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლებმა შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ნახიდურისა და ფარიზის საჯარო სკოლების ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან გამართეს.
სატელეფონო კონსულტაციის ეფექტიანობის, კონსულტანტების უნარების განვითარებისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის საქმისწარმოების დეპარტამენტის 30-ამდე თანამშრომელმა იუსტიციის სასწავლო ცენტრში გადამზადების პროგრამა გაიარა.ტრენინგების მიზანს მოქალაქეების ეფექტიანი საკონსულტაციო მომსახურებისთვის აუცილებელი ცოდნის მიღება, საჭირო უნარების განვითარება, მომსახურების სტანდარტებისა და ძირითადი პრინციპების შესწავლა წარმოადგენდა.
იურიდიული პირის გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციის თაობაზე განცხადებები მიიღება 2023 წლის 23 თებერვლიდან - 2023 წლის 4 თებერვლის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@nbe.gov.geგადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციის მაძიებელმა პირმა უნდა წარმოადგინოს განცხადება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.