დაყადაღებული უძრავი ქონების შეფასების მიზნით აღმასრულებელი უგზავნის მიმართვას აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს _ დაყადაღებული ქონების შეფასების სამსახურს. მიმართვას თან უნდა დაერთოს უძრავი ქონების აღწერა-დაყადაღების აქტი და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.