გაქვთ კანონიერ ძალაში შესული სხვა ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება და არ იცით მისი აღსრულების წესი?
საერთაშორისო კერძო სამართლის და სახელმწიფოთა შორის ურთიერთდახმარების შესახებ დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი გადაწყვეტილება და საქართველოს კომპეტენტური სასამართლოს მიერ ამოწერილი სააღსრულებო ფურცელი იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით აღსასრულებლად ეგზავნება სააღსრულებო ბიუროს მოვალის ადგილსამყოფლის მიხედვით. საქართველოს ტერიტორიაზე ასეთ კომპეტენტურ სასამართლოს წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
გადაწყვეტილების აღსრულება ხდება "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით აღსასრულებელი კატეგორიიდან გამომდინარე.