- ახორციელებს ვინმე თქვენს კუთვნილ უძრავ ქონებაზე უკანონო მშენებლობას, რითაც ირღვევა თქვენი როგორც მესაკუთრის უფლებები?
თქვენ შეგიძლიათ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება/ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება შემოიტანოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
წარმოადგინეთ შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
დადგენილების აღსრულება იწყება დამრღვევი პირისათვის დადგენილების დაუყოვნებლივ 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების მიცემით. წანადადებაშივე ეთითება შეუსრულებლობის შემთხვევაში დემონტაჟის თარიღი.თუ დამრვევი პირი არ ემორჩილება აღმასრულებლის მითითებებს, აღმასრულებელს შეუძლია დახმარებისთვის მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებს ან აღსრულების პოლიციას.
დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება დამრღვევ პირს.