სხვისი უკანონო მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეზე, როდესაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება ითვალისწინებს უძრავი ქონების კრედიტორის მფლობელობაში და სარგებლობაში გადაცემას ან/და უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლებას (გამოყვანას), აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს უძრავი ქონების კრედიტორისათვის გადაცემას გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
უკანონო მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და უძრავი ქონების შემძენის (აუქციონზე ქონების შემძენის, აუქციონის გარეშე შემძენი, ქონების ნატურით მიმღები) განცხადების საფუძველზე.
თუ თქვენ გაქვთ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სხვისი უკანონო მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეზე და მოვალე/მოვალეები ნებაყოფლობით არ გამოდის თქვენი კუთვნილი უძრავი ქონებიდან, თქვენ, როგორც კრედიტორს, შეგიძლიათ მიმართოთ აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს მოვალის ან მისი ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით და აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს მათ გამოსახლებას და ქონების გამოთხვისუფლებულ მდგომარეობაში თქვენთვის გადმოცემას.
სააღსრულებო წარმოების დასაწყებად უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
უძრავი ქონების შემძენმა აღსრულების ეროვნულ ბიუროში (აუქციონზე ქონების შემძენის, აუქციონის გარეშე შემძენი, ქონების ნატურით მიმღები) უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვაზე (გამოსახლებაზე) უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებიდან 5 დღის ვადაში უგზავნის მოვალეს წინადადებას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით და 10 დღის ვადაში შესრულების თაობაზე. გაფრთხილებაში აღინიშნება ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შედეგები, ასევე გამოსახლების თარიღი და დრო.
აღსრულების ეროვნული ბიურო კრედიტორს აცნობებს იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) თარიღსა და დროს. კრედიტორი ვალდებულია დაესწროს უძრავი ქონებიდან მოვალის გამოსახლებას (გამოყვანას). კრედიტორის გამოუცხადებლობა არის აღნიშნული სააღსრულებო მოქმედების გადადების საფუძველი.
თუ მოვალე ან მისი წარმომადგენელი ესწრება უძრავი ქონებიდან გამოსახლებას (გამოყვანას) და არ ცლის უძრავ ქონებას, აღმასრულებელი უფლებამოსილია თავად უზრუნველყოს მოვალის ქონების გატანა. ასეთ შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო არ აგებს პასუხს ქონების დაკარგვისათვის, დაზიანებისათვის ან განადგურებისათვის.
თუ, გაფრთხილების მიუხედავად, მოვალე ან მისი წარმომადგენელი არ ესწრება უძრავი ქონებიდან გამოსახლებას (გამოყვანას), აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ნებართვით, აღმასრულებელი უფლებამოსილია უძრავი ქონების მესაკუთრის/მფლობელის თანხმობის გარეშე შეაღწიოს უძრავ ქონებაში. აღსრულების ეროვნული ბიურო და აღმასრულებელი პასუხს არ აგებენ უძრავ ქონებაში შეღწევის მიზნით განხორციელებული მოქმედებებით წარმოშობილი ზიანისათვის, თუ შეუძლებელი იყო სხვა საშუალებების გამოყენებით ამ ზიანის თავიდან აცილება. აღმასრულებელი ვალდებულია უძრავ ქონებაში შეღწევისას ყველა ღონე იხმაროს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად. აღმასრულებელი აღწერს უძრავ ქონებაში განთავსებულ ნივთებს, ადგენს ქონების აღწერის აქტს და მის ასლს გადასცემს კრედიტორს. კრედიტორის მიერ ქონების აღწერის აქტის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში აღმასრულებელი ამის შესახებ აღნიშნავს აქტში. კრედიტორმა უნდა უზრუნველყოს მოვალის ნივთების შენახვა ან მოვალისათვის მათი გადაცემა. მოვალეს ეკისრება უძრავი ქონებიდან გამოსახლების (გამოყვანის) და ნივთების შენახვასა და გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები.
აღმასრულებელი უძრავი ქონებიდან გამოსახლების (გამოყვანის) შესახებ ადგენს ოქმს, რომელსაც მასთან ერთად ხელს აწერენ სააღსრულებო წარმოების მხარეები და დამსწრე პირები. სააღსრულებო წარმოების მხარეების მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში აღმასრულებელი შესაბამის აღნიშვნას აკეთებს ოქმში.
იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება სხვისი მფლობელობიდან ან სარგებლობიდან ქონების გამოთხოვა სააღსრულებო ფურცლის, გირავნობის მოწმობის მფლობელი მოგირავნის განცხადების ან უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის სანაცვლოდ შეაფასოს ქონება. ასეთ შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება შეიძლება დაიწყოს ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე. აღსრულების ეროვნული ბიურო ქონების შეფასების შემდეგ კრედიტორის განუსაზღვრავს ვადას დადგენილი საფასურის გადახდისათვის. მითითებულ ვადაში საფასურის გადაუხდელობა იწვევს სააღსრულებო ფურცლის / აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღუსრულებლად დაბრუნებას.