- გაქვთ ალიმენტის მიღების უფლება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე?
- თავს არიდებს მოვალე სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას?
- ვერ იღებთ ალიმენტის თანხას დადგენილ დროს და დადგენილი ოდენობით და ამით ილახება თქვენი უფლებები?
ჩვენ დაგეხმარებით თქვენი კანონიერი უფლების რეალიზებაში და უზრუნველვყოფთ მოვალისგან ალიმენტის თანხის იძულებით გადახდევინებას!
ამისათვის მოგვმართეთ და წარმოგვიდგინეთ შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ალიმენტი განეკუთვნება დაუყოვნებლივ აღსასრულებელ გადაწყვეტილებათა კატეგორიას. სააღსრულებო წარმოების დაწყებისთანავე მოვალე რეგისტრირდება "მოვალეთა რეესტრში" და ეგზავნება წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით, დაუყოვნებლივ შესრულების შესახებ. წინადადების ჩაბარებასთან ერთად ან, თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხერხდება, აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას. ყადაღის დადებიდან 2 თვის ვადაში ცხადდება პირველი აუქციონი.
ალიმენტის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე, როდესაც მოვალის ადგილსამყოფელი უცნობია, ან როცა იგი სპეციალურად არიდებს თავს მოვალეობის შესრულებას, აღმასრულებელი დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს პოლიციის ორგანოების მეშვეობით მოვალის ძებნის შესახებ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსამართლეს გამოაქვს შესაბამისი განჩინება.
ალიმენტის საქმეებთან დაკავშირებით კრედიტორი თავისუფლდება აღსრულების საფასურის წინასწარ გადახდისგან. აღსრულების საფასურის _ აღსასრულებელი მოთხოვნის 7%-ის გადახდა ეკისრება მოვალეს აღსრულების დაწყებისთანავე.
მოვალისგან ამოღებული თანხები ირიცხება სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, საიდანაც დაიფარება აღსრულების საფასური და ალიმენტის თანხა გადაერიცხება მოვალეს მის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
მოვალის მიერ ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.