აღსრულების ეროვნულ ბიუროში სტაჟირების მსურველებს ვურჩევ, ყურადღებით მოისმინონ და აითვისონ ყველა პრაქტიკული ცოდნა, რომელსაც ამ სისტემაში მომუშავე კოლეგები დაუზარებლად უზიარებენ მათ.
სტაჟირების მსურველებმა სტაჟირების გამოცხადებისას აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე განთავსებული შესაბამისი სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ და გადაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე - hr@nbe.gov.ge.
2008 წლიდან დღემდე ჩვენს სამსახურში სამჯერ გამოცხადდა სტაჟირების კონკურსი, რომლის მეშვეობითაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კვალიფიციური კადრები შეიძინა.