ნუ გაირთულებთ ცხოვრებას, გადაიხადეთ ჯარიმები დროულად!
ყურადღებით გაეცანით საჯარიმო ოქმით განსაზღვრულ თქვენს უფლება-მოვალეობებს!
გადაიხადეთ ჯარიმა კანონით განსაზღვრული 30 კალენდარული დღის (და არა 1თვის ) ვადაში!
ნუ დაელოდებით გადახდის ბოლო დღის დადგომას!
ვადაში გადახდილი ჯარიმა თავიდან აგაცილებთ ისეთ გართულებებს, როგორიცაა:
ა) პატრულის 10 და 20 ლარიან ჯარიმებზე - საურავი 150 ლარი
150, 200, 300 ლარიან ჯარიმებზე - საურავი 500 ლარი
ბ)ავტობუსის 5 ლარიან ჯარიმაზე - საურავი 50ლარი
გ)"სი-თი პარკის" 10 ლარიან ჯარიმაზე - საურავი 150 ლარი
დ)სხვა კატეგორიის ჯარიმებზე - საურავი კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით
თქვენს მიმართ განხორციელებული ყველა შეზღუდვა გაუქმდება, თუ:
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გადაიხდით ჯარიმის/საურავის თანხას აღსრულების საფასურთან ერთად.
თქვენს მიმართ სააღსრულებო წარმოება შეწყდება:
თუ მიიღეთ წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ და არ გაქვთ დავალიანების სრულად დაფარვის შესაძლებლობა:
"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქათველოს კანონი თქვენ, როგორც მოვალეს განიჭებთ უფლებას, თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე მოითხოვოთ აღსრულების განწილვადება 12 თვემდე ვადით. განწილვადების მოთხოვნით უნდა მიმართოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, მოახდინოს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების განწილვადება. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ აღსასრულებელ საქმეებზე აღსრულების ეროვნული ბიურო თავად იღებს გადაწყვეტილებას თანხის განწილვადებასთან დაკავშირებით, ხოლო სხვა საქმეებზე აუცილებელია კრედიტორის თანხმობა.