სააღსრულებო ბიუროში საქმისწარმოება იწყება სააღსრულებო ფურცლის რეგისტრაციით. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში შემოტანისას ხდება შემდეგი სახის დოკუმენტაციის წარმოდგენა:
1. განცხადება
2. სააღსრულებო ფურცელი
3. მოსამართლის ბრძანება გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის შესახებ
4. აღწერა-დაყადაღების აქტი, სადაც აღნუსხულია დაყადაღებული ნივთები
5. შედარების აქტი, რომლის მიხედვითაც ხდება ქონების რეალიზაციის მომენტში არსებული საბიუჯეტო დავალიანების დაანგარიშება.
რაც შეეხება სააღსრულებო მომსახურების საფასურს, აღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულების საფასური არის აღსასრულებელი მოთხოვნის 7%, რომლის წინასწარ გადახდისგან კრედიტორი (სსიპ შემოსავლების სამსახური) თავისუფლდება და მისი გადახდა ეკისრება მოვალეს (გადასახადის გადამხდელს) აღსრულების დაწყებისთანავე.