აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს. აუქციონის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 7 დღეზე ნაკლები და 10 დღეზე მეტი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია აუქციონის ხანგრძლივობის გაზრდა გონივრული ვადით;
ბ) ქონების საწყის ფასს, რომელიც არის ამ ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 75% - პირველ აუქციონზე; 50 % პირველ განმეორებით აუქციონზე და 0 ლარი მეორე განმეორებით აუქციონზე.
გ) გასაყიდი ქონების დასახელებას; ქონების მოკლე აღწერას (ლოტებად დაყოფის შემთხვევაში ლოტების მიხედვით), მის ადგილმდებარეობას, გარდამავალ უფლებათა ღირებულებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) საგარანტიო თანხის ოდენობას, რომელიც არის ქონების საბაზრო ღირებულების 5%, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ე) ფასის მატების ბიჯის ოდენობას;
ვ) აუქციონის ჩატარების პროცედურებს.
ინტერნეტ-განცხადებაში თქვენ შეიძლება შეგხვდეთ ტერმინი „გარდამავალი უფლება". გარდამავალია უფლება, რომელიც მიყვება ნივთს რეალიზაციის შემდეგ და შემძენია ვალდებული დააკმაყოფილოს ასეთი უფლების მქონე კრედიტორის მოთხოვნა.
აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეების ინფორმირება
სააღსრულებო წარმოების მხარეებს მათ საქმეზე აუქციონის გამოცხადებისას შეტყობინება მიუვათ ელ ფოსტაზე..
იმისთვის, რომ მხარემ მიიღოს აღნიშნული შეტყობინება, სააღსრულებო ფურცლის რეგისტრაციისას ან სააღსრულებო წარმოების პროცესში მან აღსრულების ეროვნულ ბიუროს წერილობითი განცხადების გზით უნდა მიაწოდოს ელექტრონული ფოსტის მისამართი რომელზეც სურს რომ შეტყობინება მიუვიდეს.