სააღსრულებო პროცესის ეფექტურად განხორციელების მოდელსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს სააღსრულებო სერვისებს უზბეკეთის ექსპერტთა დელეგაცია გაეცნო. საქართველოში უზბეკი სტუმრების სამუშაო ვიზიტი USAID-ისა და UNDP-ის (უზბეკეთში კანონის უზენაესობის სფეროებში პარტნიორობა) პროექტის ფარგლებში განხორციელდა. დელეგაციაში სასამართლოს 10 წარმომადგენელი და UNDP-ის ოფისის რამდენიმე თანამშრომელი შედიოდა. ვიზიტის მიზანი, სხვადასხვა უწყებებთან მართლმსაჯულების სისტემაში ჩატარებული რეფორმების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება იყო.
პროექტის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეხვედრა გაიმართა. პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე ბრაიენ ლედუკი აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილეს, მირიან ხარაბაძეს და სამსახურების უფროსებს შეხვდა.
ესტონეთის აღმასრულებელთა პალატის წარმომადგენლები საქართველოს სააღსრულებო სისტემის სპეციფიკასა და აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებს გაეცნენ.დელეგაციის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია ქართული სააღსრულებო სისტემის, პროცედურებისა და ეტაპების დაგეგმარების, ბიუროს ელექტრონული და არა სააღსრულებო სერვისების შესახებ. მათი განსაკუთრებული ინტერესის სფეროში ელექტრონული საქმისწარმოება და აუქციონი მოექცა. საუბარი შეეხო შეფასების სამსახურისა და გადახდისუუნარობის წარმოების სპეციფიკას და დაგეგმილ რეფორმებს.
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, არასრულწლოვნები, შშმ პირების, მარტოხელა მშობლები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან ერთჯერად გათავისუფლდებიან - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა. პროექტი, ჯამში, 37 350-მდე საქმეს შეეხება. კანონის თანახმად, მოქალაქეებს 23 538 178 ლარის მოცულობის ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ. სახდელისაგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს. კანონი მოქალაქეებს, სახდელთან ერთად, მასზე დარიცხულ საურავებსაც ჩამოაწერს.
აღსრულების ეროვნული ბიურო 2019 წლის 6 თვის განმავლობაში მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს. 2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილებამ 162 493 სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია მოქალაქეებს.
აღსრულების ეროვნული ბიურო 2019 წლის 6 თვის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკას აქვეყნებს.2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 6 834 ერთეული შემთხვევა შეადგინა;საანგარიშო პერიოდში უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის საქმეებიდან მორიგებით დასრულდა 248 შემთხვევა და შესაბამისად, იძულებითი გამოსახლება არ განხორციელდა;
აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2019 წლის 6 თვის ანგარიშს აქვეყნებს.2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში შემოვიდა 19 173 აპლიკაცია დავალიანების გადახდის შესახებ;6 თვის განმავლობაში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა დაასრულა 18 926 საქმე;აღნიშნულ პერიოდში დასრულებული საქმეებიდან, ნებაყოფლობით გადახდის 10 დღის ვადაში, გადახდა განხორციელდა 90 საქმეზე, ხოლო დამტკიცდა მორიგება - 1 726 შემთხვევაში.
აღსრულების ეროვნული ბიუროს დელეგაცია ევროპულ სააღსრულებო სისტემებსა და აღმასრულებელთა საქმიანობის სპეციფიკას გაეცნო. აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან და კერძო აღმასრულებლებთან ერთად სასწავლო ვიზიტით ჰოლანდიასა და პორტუგალიაში იმყოფებოდნენ.