საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) და მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) მიერ ერთობლივად ორგანიზებული რიგით მე-2 საერთაშორისო ფორუმი გაიმართა;საერთაშორისო ფორუმის მთავარი განსახილველი თემა ,,ციფრული აქტივები და აღსრულება" (Digital assets and enforcement) იყო, რომელშიც საქართველოს სახელით მონაწილეობა აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა მიიღეს.
საფრანგეთში, ქალაქ პარიზში აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც აღმასრულებელთა საერთაშორისო ასოციაციის (UIHJ) წევრი ქვეყნების დელეგაციები ესწრებოდნენ;საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმაც მიიღეს;
აღსრულების ეროვნულ ბიუროში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სამართლის ზოგადი კურსი გაიარეს. ტრენინგები თსუ-ის თვითმმართველობისა და ბიუროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ზოგადი კურსი აღსრულების სამართლის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკლულტეტის 30-მდე სტუდენტმა გაიარა.
აღსრულების ეროვნული ბიურო 2019 წლის 9 თვის განმავლობაში მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს.2019 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილებამ 249 789 სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია მოქალაქეებს.მათ შორის:
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები სააღსრულებო თემატიკის თაობაზე, „ევროკავშირი საქართველოსთვის" და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, აღსრულების სამართლის საერთაშორისო ექსპერტს, ადრიანუს (იოს) უიტდეჰააგს შეხვდნენ.
აღსრულების ეროვნული ბიურო 2019 წლის 9 თვის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკას აქვეყნებს.2019 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 9676 ერთეული შემთხვევა შეადგინა;საანგარიშო პერიოდში უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის საქმეებიდან მორიგებით დასრულდა 352 შემთხვევა და შესაბამისად, იძულებითი გამოსახლება არ განხორციელდა;
სააღსრულებო პროცესის ეფექტურად განხორციელების მოდელსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს სააღსრულებო სერვისებს უზბეკეთის ექსპერტთა დელეგაცია გაეცნო. საქართველოში უზბეკი სტუმრების სამუშაო ვიზიტი USAID-ისა და UNDP-ის (უზბეკეთში კანონის უზენაესობის სფეროებში პარტნიორობა) პროექტის ფარგლებში განხორციელდა. დელეგაციაში სასამართლოს 10 წარმომადგენელი და UNDP-ის ოფისის რამდენიმე თანამშრომელი შედიოდა. ვიზიტის მიზანი, სხვადასხვა უწყებებთან მართლმსაჯულების სისტემაში ჩატარებული რეფორმების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება იყო.
პროექტის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეხვედრა გაიმართა. პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე ბრაიენ ლედუკი აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილეს, მირიან ხარაბაძეს და სამსახურების უფროსებს შეხვდა.