აღსრულების ეროვნული ბიურო დროებით ,,ფაქტების კონსტატაციის" სერვისით მომსახურებს აჩერებს.გადაწყვეტილება შექმნილი საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე გახდა აუცილებელი. ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილებისა და პრევენციის მიზნით, აღმასრულებლები გამოძახების ადგილზე გასვლასა და ფაქტების კონსტატაციის დაფიქსირებას დროებით არ განახორციელებენ.
აღსრულების ეროვნული ბიურო მოგიწოდებთ, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, თავი შეიკავოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროში მოსვლისგან და სააღსრულებო პროცედურებთან დაკავშირებით ისარგებლოთ შემდეგი ტიპის ელექტრონული მომსახურებით:
აღსრულების ეროვნული ბიუროს სოციალურმა მუშაკებმა სოციალური მუშაობის სამართლებრივი რეგულაციების შესახებ ორდღიანი ტრენინგი გაიარეს და შესაბამისი სერტიფიკატები მიიღეს. ტრენინგ-კურსი ფრიდრიხ ებერტის ფონდის, საქართველოს პარლამენტისა და დემოკრატიის განვითარების სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა.
აღსრულების ეროვნული ბიურო 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს.ბოლო რამდენიმე წლის მსგავსად, 2019 წელსაც აღსრულების ეროვნული ბიუროს მთავარ სტრატეგიას კვლავ მხარეთა ინტერესების დაცვა და დავების მორიგებით დასრულება წარმოადგენდა. გასული ერთი წლის განმავლობაში, სააღსრულებო ბიუროებისა და აღსრულების პოლიციის სამმართველოს მიერ მორიგებით დასრულდა 12 500-ზე მეტი საქმე.
საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) და მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) მიერ ერთობლივად ორგანიზებული რიგით მე-2 საერთაშორისო ფორუმი გაიმართა;საერთაშორისო ფორუმის მთავარი განსახილველი თემა ,,ციფრული აქტივები და აღსრულება" (Digital assets and enforcement) იყო, რომელშიც საქართველოს სახელით მონაწილეობა აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა მიიღეს.
საფრანგეთში, ქალაქ პარიზში აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც აღმასრულებელთა საერთაშორისო ასოციაციის (UIHJ) წევრი ქვეყნების დელეგაციები ესწრებოდნენ;საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმაც მიიღეს;
აღსრულების ეროვნულ ბიუროში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სამართლის ზოგადი კურსი გაიარეს. ტრენინგები თსუ-ის თვითმმართველობისა და ბიუროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ზოგადი კურსი აღსრულების სამართლის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკლულტეტის 30-მდე სტუდენტმა გაიარა.
აღსრულების ეროვნული ბიურო 2019 წლის 9 თვის განმავლობაში მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს.2019 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილებამ 249 789 სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია მოქალაქეებს.მათ შორის: