აღსრულების ეროვნული ბიურო 2020 წლის 3 თვის განმავლობაში მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს.2020 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილებამ 74 708 სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია მოქალაქეებს.
აღსრულების ეროვნული ბიურო 2020 წლის 3 თვის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკას აქვეყნებს.2020 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 2 654 ერთეული შემთხვევა შეადგინა;
იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის ასლი არ შეესაბამება დედანს, აღმასრულებელი ვალდებულია შეწყვიტოს სააღსრულებო წარმოება და მასალები გადააგზავნოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოში.ელექტრონული ფოსტით დოკუმენტაციის წარდგენისას იდენტიფიცირებისთვის აუცილებელია მიეთითოს კრედიტორის ტელეფონის ნომერი, პირადობის მოწმობის ასლი და საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტი. საჭიროების შემთხვევაში აღმასრულებელის მიერ გადამოწმდება ამ პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის სისწორე და კრედიტორთან კუთვნილება.
აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისები კვლავ ხელმისაწვდომია.გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მონაწილე მხარეებს შეუძლიათ გამოაგზავნონ და დაარეგისტრირონ ნებისმიერი ტიპის განცხადება/დოკუმენტაცია ელექტრონულად მოქალაქის პორტალის my.gov.ge ან ელექტრონული ფოსტის info@nbe.gov.ge საშუალებით.
სააღსრულებო წარმოება და არა სააღსრულებო სერვისები კვლავ ხელმისაწვდომია.კრედიტორს/განმცხადებელს აქვს შესაძლებლობა დისტანციურად, პორტალ my.gov.ge ან ელექტრონული ფოსტის info@nbe.gov.ge საშუალებით ელექტრონულად წარმოადგინოს აღსრულების ეროვნულ ბიუროში აღსასრულებელი დოკუმენტაცია.
გამოაგზავნე/დაარეგისტრირე აპლიკაცია მოქალაქეთა პორტალის my.gov.ge ან ელექტრონული ფოსტის info@nbe.gov.ge საშუალებით.აპლიკაციის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ/გადმოიწეროთ ვებ-გვერდზე nbe.gov.ge > სერვისები > გამარტივებული საქმისწარმოება.აპლიკაციას თან უნდა ერთოდეს ვალის არსებობის დამამტკიცებელი დოკუმენტაცია;გამარტივებული საქმისწარმოება დაიწყება დოკუმენტაციის დედნის გარეშე, რომელსაც აპლიკანტი წარმოადგენს საგანგებო მდგომარეობის ვადის გასვლის შემდეგ 10 სამუშაო დღის ფარგლებში.
სააღსრულებო ფურცლისა და სხვა ნებისმიერი ტიპის დოკუმენტაციის მიღება/დარეგისტრირება განხორციელდება მოქალაქეთა პორტალის my.gov.ge ან ელექტრონული ფოსტის info@nbe.gov.ge მეშვეობით.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიურო ფუნქციონირების სრულად ელექტრონულ მეთოდზე გადადის. მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, 6 აპრილიდან აღსრულების ეროვნული ბიურო კვლავ განაახლებს მუშაობას კანონის შესაბამისად, თუმცა პროცესი გამარტივებულად და სრულად ელექტრონულად განხორციელდება. ამავდროულად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის ფარგლებში, ზოგიერთ მომსახურებაზე განსხვავებული რეგულაციები ამოქმედდება: