აღსრულების ეროვნული ბიურო სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებისა და ფინანსური ვალდებულებების თანმდევი ნეგატიური მოვლენების აღმოფხვრის კუთხით, მნიშვნელოვან სახელმწიფო უწყებას წარმოადგენს. ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, სამწუხაროდ, მზარდია მოვალეთა რეესტრში რიცხული ადამიანების რაოდენობა. რა მდგომარეობაა ქვეყანაში დარღვეული საკუთრების უფლების აღდგენასა და ფინანსური ვალდებულებების შესრულების მხრივ, ,,კვირა" აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს, ბატონ იოსებ ბაღათურიას ესაუბრა.
აღსრულების როლი და მნიშვნელობა სამოქალაქო განვითარებისა პროცესში - შეხვედრა სტუდენტური პარლამენტის წევრებისთვის გაიმართა. ონლაინ ლექცია-სემინარზე ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ. სტუდენტები გაეცნენ საქართველოს სააღსრულებო სისტემას; სააღსრულებო წარმოების მონაწილე მხარეებსა და მათ სამართლებრივ მდგომარეობას; აღსრულების დაწყების სამართლებრივ საფუძვლებს და სააღსრულებო ეტაპებს; გაიმართა დისკუსიები და განიხილეს რეალური შემთხვევები.
მსოფლიოსა და საქართველოში არსებული პანდემიური ვითარების გამო, იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, შეჩერებულია გამოსახლების საქმეების წარმოების პროცესის მხოლოდ ერთი კომპონენტი - სახლიდან იძულებით გამოყვანა. რაც შეეხება სხვა კომპონენტებს, აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამოსახლების საქმეების წარმოება ჩვეულებრივ მიმდინარეობს. უფრო მეტიც, 2020 წლის აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით, იმ პერიოდში, როდესაც შეჩერებული იყო სახლიდან იძულებით გამოყვანის პროცესი, აღსრულების პოლიციამ გამოსახლების კატეგორიის 37 საქმე დაასრულა მორიგებით
აღსრულების ეროვნული ბიუროს 15-მა თანამშრომელმა მედიაციის თემაზე ტრენინგი გაიარა. ტრენინგი მიზნად ისახავდა მედიაციის არსის, მედიატორის როლის, მედიაციის პროცესის თავისებურებების უფრო ღრმად გაცნობას და მედიატორის უნარ-ჩვევების ათვისებას.სასწავლო კურსი იუსტიციის სასწავლო ცენტრის ინიციატივით მედიატორთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ჩაატარეს.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2021 წლის 11 იანვრის ,,ამნისტიის შესახებ" კანონის თანახმად, სისხლის სამართლის ჯარიმების საქმისწარმოების შეწყვეტა უკვე დაიწყო; ამნისტია შეეხება სისხლის სამართლის ჯარიმის 5 440 მიმდინარე საქმეს, სადაც აღსასრულებელი მოთხოვნის ჯამური ოდენობა 20 მილიონამდე ლარს შეადგენს;
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2020 წლის განმავლობაში, მოქალაქეების მაქსიმალური უსაფრთხოების დაცვისა და სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, საქმისწარმოების რეგისტრაციის პროცესი გაამარტივა და ყველა სერვისი დისტანციურად ხელმისაწვდომი გახადა.დღეის მდგომარეობით, სააღსრულებო წარმოება, გამარტივებული საქმისწარმოება, ქონების შეფასება, ფაქტების კონსტატაცია და სხვა სააღსრულებო თუ არასააღსრულებო სერვისების მიღება, განცხადებების რეგისტრაცია და პასუხების მიღება, შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის info@nbe.gov.ge ან ვებ-პორტალის - my.gov.ge - საშუალებით.
აღსრულების ეროვნული ბიურო, საახალწლო უქმეების შემდეგ, მუშაობას 2021 წლის 4 იანვრიდან განაახლებს;სააღსრულებო სერვისების მიღება მოქალაქეებს ყოველ სამუშაო დღეს, 09 საათიდან 18 საათამდე შეეძლებათ. ბიურო მხოლოდ შობის დღესასწაულზე, 7 იანვარს დაისვენებს. 4 იანვრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების მიღება და განცხადებების რეგისტრაცია კვლავ დისტანციურად, ვებ-პორტალის my.gov.ge ან ელექტრონული ფოსტის info@nbe.gov.ge საშუალებით იქნება შესაძლებელი. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში დოკუმენტაციის აღსრულების ეროვნულ ბიუროში ფიზიკურად ჩაბარება კვლავ ვებ-პორტალიდან my.gov.ge ვიზიტის დაჯავშნით იქნება შესაძლებელი. აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, მხოლოდ ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის საშუალებით.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (uihj) ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა;2020 წლის შემაჯამებელ კონფერენციას კავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ;კონფერენციაზე განიხილეს პანდემიის ფარგლებში სააღსრულებო სისტემის წინაშე დამდგარი პრობლემები და გამოწვევები; ქართულმა მხარემ ისაუბრა 2020 წლის განმავლობაში ელექტრონულ და დისტანციურ სერვისებზე გადასვლისა და მომხმარებლების სააღსრულებო სერვისებით სრულად უზრუნველყოფის შესახებ.