აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ერეკლე ღვინიანიძემ ახალი მოადგილე, ლაშა მოძღვრიშვილი წარადგინა. ლაშა მოძღვრიშვილი აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2010 წლიდან მუშაობს. ის განათლებით იურისტია და ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა. აღსრულების ეროვნულ ბიუროში მუშაობის პერიოდში იკავებდა კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლისა და შემდგომ, ამავე ბიუროს უფროსის პოზიციებს. ასევე, არის სარეგისტრაციო დოკუმენტების პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისიის წევრი კახეთის რეგიონში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე იუსტიციის სახლისა და აღსრულების პოლიციის თანამშრომლებთან ერთად „სინოფარმის" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ტერიტორიული სააღსრულებო ბიუროების ხელმძღვანელებს შეხვდა.შეხვედრაზე მიმდინარე საკითხები, არსებული პრობლემები, გამოწვევები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.ბიუროს თავმჯდომარის დავალებით, ტერიტორიულ ბიუროებში მხარეთა სოციალური და სამართლებრივი ინტერესების გათვალისწინებასთან ერთად, საქმისწარმოება კიდევ უფრო ეფექტური უნდა გახდეს.
ლექცია-სემინარი სააღსრულებო პროცედურებსა და მორიგება-მედიაციაზე იძულებით სააღსრულებო წარმოებაში - ორსაათიანი ონლაინ შეხვედრა ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის წევრებთან გაიმართა. სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ; გაეცნენ საქართველოს სააღსრულებო სისტემას; სააღსრულებო წარმოების მონაწილე მხარეებსა და მათ სამართლებრივ მდგომარეობას; აღსრულების დაწყების სამართლებრივ საფუძვლებსა და სააღსრულებო ეტაპებს; გაიმართა დისკუსიები და განიხილეს რეალური შემთხვევები.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს" ხელმძღვანელი წარადგინა. უწყების თავმჯდომარის თანამდებობა ერეკლე ღვინიანიძემ დაიკავა.იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, ერეკლე ღვინიანიძე სააღსრულებო სისტემაში გამოცდილი და პროფესიონალი კადრია, რომელიც აღსრულებას უფრო ეფექტურს და სოციალურ მიდგომაზე მეტად ადაპტირებულს გახდის. მინისტრის თქმით, ახალ თავმჯდომარეს აქვს შესაბამისი განათლება და ყველა საჭირო უნარი, რომ სწორად წარმართოს სააღსრულებო სისტემაში დაგეგმილი ახალი რეფორმა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სასამართლოს გადაწყვეტილებათა ეფექტურ აღსრულებას.
აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2021 წლის 3 თვის ანგარიშს აქვეყნებს.2021 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში შემოვიდა 6 901 აპლიკაცია დავალიანების გადახდის შესახებ;
აღსრულების ეროვნული ბიურო 2021 წლის 3 თვის განმავლობაში მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს. 2021 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილებამ 86 633 სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია მოქალაქეებს. მათ შორის:
იუსტიციის მინისტრ გოჩა ლორთქიფანიძის ბრძანებით, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ავტორიზაციის, მათი ერთიანი რეესტრის წარმოების და ელექტრონული სისტემის მეშვეობით პრაქტიკოსთა შერჩევის წესი და პირობები დამტკიცდა. ასევე, დადგინდა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის საფასურის ოდენობა. შესაბამის ბრძანებებს იუსტიციის მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.