აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 20-21 მარტს კახეთში, ქალაქ თელავში გასვლითი შეხვედრა გამართა. შეხვედრას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ჯაბა ებანოიძე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, ბაჩანა შენგელია, აღსრულების ეროვნული ბიუროს რეგიონალური ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, სანდრო ბარნაბიშვილი და აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მისი რეგიონალური ბიუროების თანამშრომლები დაესწრნენ.
სასტუმრო “რედისონში”, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ახალი პროგრამის-მოვალეთა რეესტრის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჯაბა ებანოიძე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, ბაჩანა შენგელია და ბიუროს სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” სააღსრულებო საქმიანობასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიურო ოფიციალურად გახდა აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის ასოცირებული წევრი. 10-12 სექტემბერს, საფრანგეთში, ქ. მარსელში გამართულ აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის კონგრესში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა.
იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ამერიკის იურისტთა ასოციაციას შორის პირველი მემორანდუმი გაფორმდა.
იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დღეს შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართა. ბიუროს თავმჯდომარემ გიორგი ობგაიძემ ჟურნალისტებს 2008 წლის შედეგები გააცნო.
პარლამენტში დღეს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის ანგარიში მოისმინეს.