აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხები ყოველთვიურად იზრდება. 2010 წლის ივლისის თვეში, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტში 7 330 771.19 ლარი გადაირიცხა, რაც წინა თვესთან შედარებით მილიონ ლარზე მეტია.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში მომსახურების ახალი სერვისი დაინერგა, რაც ქვეყანაში მოქმედ საფინანსო სექტორთან (ბანკები და სადაზღვევო კომპანიები) კორპორატიულ თანამშრომლობას ითვალისწინებს. ამასთან დაკავშირებით აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფისში, 2 ივლისს, სააღსრულებო ბიუროსა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შორის კორპორატიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში პრობაციონერი დასაქმდა. ამ საკითხთან დაკავშირებით, სააღსრულებო ბიუროს თავმჯდომარემ, ბაჩანა შენგელიამ სპეციალური ბრიფინი გამართა. ბრიფინგს დასაქმებული პრობაციონერი ბესიკ სებისკვერაძეც დაესწრო.
24 მაისს, საქართვველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრზე მდებარე ახალი სათაო ოფისის პრეზენტაცია გამართა. ახალ ოფისი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ნიკა გილაურმა გახსნა.
აღსრულების ეროვნული ბიურო აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის წევრი გახდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ, ბაჩანა შენგელიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა. პრესკონფერენციაზე ბიუროს ხელმძღვანელმა შოტლლანდიაში ვიზიტის შედეგები შეაჯამა და აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირიში გაწევრიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შვედეთის სააღსრულებო სისტემის ღრმად შესწავლა და იქ არსებული საინტერესო მოდელების საქართველოში დანერგვა. ამ მიზნით შვედეთის აღსრულების სააგენტოს ხუთდღიანი სასწავლო ვიზიტით,
21 აპრილს სასტუმრო “კოპალაში” ჩატარდა აღსრულების ეროვნულ ბიუროში მიმდინარე ევროკომისიის პროგრამის “საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING)” პროექტის სამუშაო გეგმის პრეზენტაცია.
“საქართველოსა და საზღვარგარეთის სააღსრულებო სისტემა: სააღსრულებო წარმოების პრობლემატური საკითხები.” ამ სახელწოდების საერთაშორისო კონფერენციას 15-16 აპრილს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასმა” უმასპინძლა. კონფერენციის ორგანიზატორი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო იყო.