აღსრულების ეროვნულ ბიუროში 9 ათასამდე ალიმენტის მიმდინარე საქმეა;9 ათასი საქმიდან ნახევარზე მეტი საკუთარ შვილს ალიმენტს არ უხდის!ნუ შეაქცევ ზურგს! იზრუნე შვილის მომავალზე!გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ერეკლე ღვინიანიძე თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს, როგორც მიმდინარე საკითხები და გამოწვევები, ასევე სამომავლო გეგმები.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარედ დანიშვნას, ერეკლე ღვინიანიძეს, აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) პრეზიდენტი და წევრი ქვეყნების სააღსრულებო ბიუროების ხელმძღვანელები ულოცავენ. აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტი მარკ შმიტსი მისალოც წერილში წარმატებებს უსურვებს ერეკლე ღვინიანიძეს და გამოთქვამს მზადყოფნას, კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა ასოციაციასა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლებს შეხვდა და ახალი ხედვა და გეგმები გააცნო.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროში ახალი უფროსები წარადგინა.აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს ბაჩუკი პაპიძე, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს კახა ხარებავა უხელმძღვანელებს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ერეკლე ღვინიანიძემ ახალი მოადგილე, ლაშა მოძღვრიშვილი წარადგინა. ლაშა მოძღვრიშვილი აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2010 წლიდან მუშაობს. ის განათლებით იურისტია და ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა. აღსრულების ეროვნულ ბიუროში მუშაობის პერიოდში იკავებდა კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლისა და შემდგომ, ამავე ბიუროს უფროსის პოზიციებს. ასევე, არის სარეგისტრაციო დოკუმენტების პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისიის წევრი კახეთის რეგიონში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე იუსტიციის სახლისა და აღსრულების პოლიციის თანამშრომლებთან ერთად „სინოფარმის" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ტერიტორიული სააღსრულებო ბიუროების ხელმძღვანელებს შეხვდა.შეხვედრაზე მიმდინარე საკითხები, არსებული პრობლემები, გამოწვევები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.ბიუროს თავმჯდომარის დავალებით, ტერიტორიულ ბიუროებში მხარეთა სოციალური და სამართლებრივი ინტერესების გათვალისწინებასთან ერთად, საქმისწარმოება კიდევ უფრო ეფექტური უნდა გახდეს.