აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ფინანსათა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან ერთად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებული აუქციონები განთავსდება და ელექტრონულ ფორმატში ჩატარდება ვებ-გვერდზე www.eauction.ge.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს, პარტნიორი ორგანიზაციების წარმოამდგენლებსა და კერძო აღმასრულებლებს ელექტრონულ აუქციონთან დაკავშირებით სწავლება ჩაუტარდათ. სწავლება ეტაპობრივად, საქართველოს მასშტაბით აღსრულების ეროვნული ბიუროს ყველა ტერიტორულ ბიუროში ჩატარდა. სწავლების შედეგად ბიუროს თანამშრომლებს შესაძლებლობა მიეცათ, ელექტრონული აუქციონების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის მიღების წესებს გასცნობოდნენ.
აღსრულების ეროვნული ბიურო აუქციონების ჩატარების ელექტრონულ სისტემაზე გადავიდა. დღეიდან აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველებს სასურველი ნივთის შეძენა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ელექტრონულად, სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად შეეძლებათ. ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა ელექტრონულ ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაცია. ვებ-გვერდზე რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები.
28 იანვარს, იუსტიციის სასწავლო ცენტრში აღსრულების ეროვნული ბიუროს საგადასახადო უზრუნველყოფის ოფიცრების შესარჩევი კონკურსი დაიწყო. I ეტაპზე ვაკანტური თანამდებობების დაკავების მსურველებმა ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში გაიარეს.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრთან ერთად აღმასრულებლების ვაკანტურ თანამდებობებზე შესარჩევი კონკურსის პირველ ეტაპი დაასრულა. ტესტირებული გამოცდა ზოგად უნარებში იუსტიციის სასწავლო ცენტრში დღეს, რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. გამოცდაში მონაწილეობა 68 კანდიდატმა მიიღო.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიუროში 26 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით ვიზიტით იმყოფებიან შვედეთისა და ნიდერლანდების აღსრულების ეროვნული სააგენტოების მიერ შემდგარი კონსორციუმის წარმომადგენლები.
2010 წლის დეკემბრის თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში სააღსრულებო ბიუროების მიერ გადაირიცხული თანხის მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია. აღსრულების ეროვნული ბიუროს - ტერიტორიული ორგანოების მიერ დეკემბერში სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხამ 14 205 409.58 ლარი შეადგინა. სულ 2010 წლის 12 თვის მანძილზე, იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით სააღსრულებო ბიუროების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა 83 264 955.88 ლარი, რაც გაცილებით მეტია ამავე პერიოდის 2008 და 2009 წლების მაჩვენებლებთან შედარებით.
2011 წლის 13 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ჟურნალისტებისთვის საზეიმო მიღება გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა ის ჟურნალისტები დააჯილდოვეს, რომელთაც 2010 წლის განმავლობაში აქტიურად გააშუქეს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობა, უწყებაში განხორციელებული რეფორმები.