საქველმოქმედო აქცია სენაკში - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო სენაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლს დაეხმარა. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლებმა 2010 წლის 25 დეკემბერს ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს მასშტაბით, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მორიგი შეხვედრა 16 დეკემბერს, ქალაქ ქუთაისში გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა ქუთაისის მოსახლეობას საჭირო სერვისებზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული ტერიტორიული სამსახურები ჩოხატაურში ერთ შენობაში განთავსდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს, სამოქალაქო და საჯარო რეესტრებისა და ეროვნული არქივის მომსახურებას მოქალაქეები „ერთი ფანჯრის" პრინციპით, ერთ მისამართზე - დუმბაძის №2-ში მიიღებენ.
იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს მასშტაბით, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს. მორიგი შეხვედრა სამინისტროს წარმომადგენლებმა ახალციხის მოსახლეობასთან გამართეს. აქციის ფარგლებში ახალციხელებს საშუალება მიეცათ, სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს პირადად შეხვედროდნენ და საჭირო სერვისებზე ამომწურავი ინფორმაცია, ასევე იურიდიული კონსულტაცია მიეღოთ. სამინისტროს წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და, შესაძლებლობის ფარგლებში, მათ დახმარება ადგილზე გაუწიეს.
2010 წლის ნოემბრის თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში სააღსრულებო ბიუროების მიერ გადარიცხული თანხის მაჩვენებელი კვლავ მაღალია. აღსრულების ეროვნული ბიუროს - ტერიტორიული ორგანოების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხამ 8 295 963.68 ლარი შეადგინა, სულ 2010 წლის თერთმეტი თვის მანძილზე, იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით სააღსრულებო ბიუროების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა 69 059 546.30 ლარი, რაც გაცილებით მეტია ამავე პერიოდის 2008 და 2009 წლების მაჩვენებლებთან შედარებით.
აღსრულების ეროვნულ ბიუროს დღეს საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში სტუმრად მყოფი უცხოელი ნოტარიუსები ეწვივნენ. უკრაინიდან, მოლდოვადან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსული ნოტარიუსების ვიზიტის მიზანს ქართული ნოტარიატის მოღწევების, სანოტარო საქმიანობისა და კანონმდებლობაში დანერგილ სიახლეების გაცნობა წარმოადგენს.
შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური დახმარებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს წარმომადგენლები - შვედი კოლეგები სტუმრობდნენ.