ღსრულების ეროვნულმა ბიურომ აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ, ერეკლე ღვინიანიძემ, კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ქართულ სააღსრულებო სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებსა და მიმდინარე საკითხებზე ისაუბრა.
ფაქტების კონსტატაციის სერვისი, როგორც უტყუარი მტკიცებულების მოპოვების საუკეთესო საშუალება, აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირმა წლის მთავარ მიმართულებად დაასახელა; დღეს, ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ ერაში, ინტერნეტ სივრცეში ფაქტების კონსტატაციის განხორციელება საუკეთესო მექანიზმია მტკიცებულების მოპოვების თუ სამომავლო რისკების დაზღვევის მიზნით;
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ქვემო ქართლისა და კახეთის სააღსრულებო ბიუროების მუშაობას ადგილზე გაეცნო; ერეკლე ღვინიანიძემ ტერიტორიული ბიუროების სამუშაო გარემო და პირობები დაათვალიერა. საუბარი შეეხო, როგორც მიმდინარე საკითხებს, ასევე აღსრულების ახალი კოდექსის პროექტით დაგეგმილ რეფორმასა და ცვლილებებს სააღსრულებო სისტემაში.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული სააღსრულებო ბიუროების თანამშრომლებს ტრენინგები უტარდებათ.რეგიონული ბიუროების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, სააღსრულებო წარმოებაში ელექტრონული და პროგრამული უზრუნველყოფის ეფექტურად გამოყენების მიზნით, ტრენინგები მიმდინარეობს;
ერეკლე ღვინიანიძე ტერიტორიული ბიუროების თანამშრომლებთან შეხვედრებს მართავსაღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ტერიტორიულ სააღსრულებო ბიუროების მუშაობას ადგილზე გაეცნო;
აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) ინიციატივით, წელს აღმასრულებელთა საერთაშორისო დღე 10 ივნისს აღინიშნება;2021 წლის პროფესიული დღე აღმასრულებლების მიერ ინტერნეტ მომხმარებელთა უფლებების დაცვას ეძღვნება;
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ აღმასრულებლებს პროფესიული დღე მიულოცა. ერეკლე ღვინიანიძე აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული სააღსრულებო ბიუროების აღმასრულებლებს ონლაინ პლატფორმის საშუალებით შეხვდა. თავმჯდომარემ აღმასრულებლებს სააღსრულებო სისტემაში დაგეგმილი რეფორმების შესახებ ესაუბრა და მოსალოდნელ ცვლილებებში მხარდაჭრა და თანადგომა გამოუცხადა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ერეკლე ღვინიანიძემ აღსრულების პოლიციას პროფესიული დღე მიულოცეს. პროფესიულ საქმიანობაში, განსაკუთრებით კი, პანდემიის პერიოდში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის 6 პოლიციელს სპეციალური სახელმწიფო წოდებები მიენიჭა, 5 პოლიციელს კი, მადლობა გამოეცხადა პირად საქმეში შეტანით.