აღსრულების ეროვნული ბიურო ტერიტორიული სააღსრულებო ბიუროების მოწყობის სისტემას ცვლის, ამის შესახებ ბიუროს თავმჯდომარემ, ერეკლე ღვინიანიძემ, აღმასრულებლებთან შეხვედრაზე ისაუბრა. უქმდება სპეციალიზებული ჯგუფები, რომლებიც კონკრეტული კატეგორიის საქმეების აღსრულებას აწარმოებდნენ. ახალი მოწყობით, თითოეული აღმასრულებელი ნებისმიერი კატეგორიის საქმეს მიიღებს და აღასრულებს. ბიუროს თავმჯდომარის განცხადებით, ახალი სისტემა თითოეული საქმის წარმოებას მეტად ეფექტურს გახდის.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში ავტოპარკის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით ლოჯისტიკის და შიდა კონტროლის სამსახურის თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარდათ. ტრენინგი GPS სისტემის გამოყენების წესებსა და პროცედურებს მოიცავდა.სასწავლო კურსის ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები გაეცნენ კონტროლის ისეთ საშუალებებსა და მეთოდებს, რომელსაც ევროპის განვითარებული ქვეყნები იყენებენ.
საგანგებო მდგომარეობის, იზოლაციის ან/და კარანტინის წესისა და პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების საქმისწარმოების შეწყვეტა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უკვე დაიწყო. ამნისტია ეხება პირებს, რომლებმაც აღნიშნული სამართალდარღვევა 2021 წლის 23 ივნისამდე ჩაიდინეს და ჯარიმა ამ დრომდე აღუსრულებელია. 2021 წლის 7 სექტემბრის ,,ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ" კანონის თანახმად აღსრულების ეროვნული ბიურო საქმისწარმოებას დაასრულებს:
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი სააღსრულებო წარმოების პროგრამაში ელექტრონულად დარეგისტრირდება. ორ უწყებას შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა. აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელების მიერ ხელმოწერილი შეთანხმებით, სურსათის ეროვნული სააგენტო სააღსრულებო საქმისწარმოების პროგრამაში ავტორიზებული პირი გახდა. სააგენტოს ეძლევა საშუალება, სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად მიქცევა ელექტრონული წესით განახორციელოს.
გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციის თაობაზე განცხადებები მიიღება 2021 წლის 16 აგვისტოდან 2021 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@nbe.gov.ge გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციის მაძიებელმა პირმა უნდა წარმოადგინოს განცხადება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად. განცხადებას უნდა ერთვოდეს:
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შორის, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
ილია თავთეთრიშვილი კახეთის ტერიტორიული სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლებს დღეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილემ, ლაშა მოძღვრიშვილმა წარუდგინა. ახალ ხელმძღვანელს საჯარო უწყებებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა უწყებაში წამყვან პოზიციებზე მუშაობდა. ილია თავთეთრიშვილის თქმით, ის უახლოეს დღეებში გაეცნობა თანამშრომლებს, სამუშაო სპეციფიკას და კახეთის ბიუროს აღმასრულებლებთან ერთად იზრუნებს, რომ სააღსრულებო წარმოება რეგიონში მაქსიმალურად ეფექტური და გამჭვირვალე იყოს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს სამსახურებისა და ტერიტორიული ბიუროების უფროსებმა გაწეული საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები წარადგინეს.სამსახურებისა და ბიუროების უფროსებმა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს, ერეკლე ღვინიანიძეს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის ანგარიში ჩააბარეს. ამავდროულად, თავმჯდომარემ მოისმინა მათი სამომავლო ხედვები და სამოქმედო გეგმა.