აღსრულების ეროვნული ბიუროს ციფრული არქივი უკვე ამოქმედდა. სააღსრულებო წარმოებისა და სხვა სახის საქმეების მასალები სრულად გაციფრულდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის განცხადებით, ბიურო თავის საქმიანობაში ციფრული მმართველობის პრინციპების სრულად დანერგავს გეგმავს, რაც გულისხმობს სააღსრულებო წარმოების, სერვისების, არქივის და სხვა მომსახურების ფარგლებში დოკუმენტაციის გაციფრულებასა და პროცესების ავტომატიზაციას.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) ეგიდით გამართულ კონფერენციაზე საქართველოში მოქმედი ონლაინ აუქციონის შესახებ ინფორმაცია წარადგინა.ერეკლე ღვინიანიძემ ისაუბრა იმ გამოცდილებაზე, რომელიც აქვს ქართულ სააღსრულებო სისტემას ელექტრონული აუქციონის დანერგვისა და განვითარების კუთხით.
აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2021 წლის 9 თვის ანგარიშს აქვეყნებს. 2021 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში შემოვიდა 19 417 აპლიკაცია დავალიანების გადახდის შესახებ;9 თვის განმავლობაში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა დაასრულა 13 528 საქმე;
აღსრულების ეროვნული ბიურო 2021 წლის 9 თვის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკას აქვეყნებს.2021 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 6 285 ერთეული შემთხვევა შეადგინა;საანგარიშო პერიოდში უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის საქმეებიდან მორიგებით დასრულდა 95 შემთხვევა და შესაბამისად, იძულებითი გამოსახლება არ განხორციელდა;
აღსრულების ეროვნული ბიურო 2021 წლის 9 თვის განმავლობაში მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს. 2021 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილებამ 252 053 სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია მოქალაქეებს. მათ შორის:
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ავტორიზაციის პროცესი დაასრულა. საქართველოში დღეისთვის 23 მოქმედი გადახდისუუნარობის პრაქტიკოსია.გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა შერჩევის პროცესი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განახორციელა. სპეციალურმა კომისიამ, კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, შეამოწმა კანდიდატების გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის პროფესიაში შესვლისათვის აუცილებელი უნარები.
პირველ ოქტომბერს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სსიპ-ად დაარსებიდან 13 წელი შესრულდა.სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ბოლო წლების განმავლობაში, მაქსიმალურად ცდილობს, ფეხი აუწყოს მსოფლიო ტექნოლოგიურ განვითარებას და საქმის წარმოებაში დანერგა/განავითარა ციფრული მმართველობა. განსაკუთრებით, პანდემიის ფარგლებში, ბიურომ მოახერხა, ყველა სერვისი დისტანციურად და ელექტრონულად ხელმისაწვდომი გაეხადა.ეფექტურ სააღსრულებო სისტემასთან ერთად, აღსრულების ეროვნული ბიურო, აგრძელებს როგორც სამართლებრივ რეფორმებს, ასევე, არსებული ელექტრონული სერვისების განვითარებასა და ახალი სერვისების დანერგვას.
,,აღმასრულებლებმა, აღსრულების პოლიციამ და, ზოგადად, აღსრულების ეროვნული ბიუროს გუნდმა, დღეს კიდევ უფრო ეფექტურად უნდა ვიმუშაოთ, რომ სააღსრულებო სისტემა ქვეყანაში მაქსიმალურად სწრაფი, მომხმარებელზე ორიენტირებული და გამჭვირვალე იყოს" - განაცხადა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ, ერეკლე ღვინიანიძემ ბიუროს თანამშრომლებთან შეხვედრაზე. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შექმნიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის 01 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა.