აღსრულების ეროვნული ბიურო 2020 წლის 6 თვის განმავლობაში მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს. 2020 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილებამ 156 426 სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია მოქალაქეებს. მათ შორის:
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ სააღსრულებო წარმოება დაიწყო 2020 წლის 10 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.სააღსრულებო წარმოების ფარგლებში განხორციელდა ფიზიკური პირის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე შეზღუდვების დაწესება.შესაბამისად, სააღსრულებო წარმოებას პოლიტიკურ პარტიასთან, პარტიის ქონებასა და საბანკო ანგარიშებთან და მოვალის პოლიტიკურ საქმიანობასთან შემხებლობა არ აქვს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე იოსებ ბაღათურიამ აღსრულების პოლიციას პროფესიული დღესასწაული მიულოცა. პროფესიულ საქმიანობაში, განსაკუთრებით კი საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის 12 პოლიციელს სპეციალური სახელმწიფო წოდებები მიენიჭა, 25 პოლიციელს კი პირად საქმეში მადლობა გამოეცხადა.
სააღსრულებო სერვისებით სარგებლობა აღსრულების ეროვნულ ბიუროში ვიზიტით უკვე შესაძლებელია; აუცილებელია ვიზიტის წინასწარი დაჯავშნა მოქალაქეთა პორტალზე my.gov.geდაჯავშნისთვის საჭიროა:
სააღსრულებო სერვისებით სარგებლობა იუსტიციის სახლში შესაძლებელია მხოლოდ ვიზიტის წინასწარი დაჯავშნით:ეწვიეთ პორტალს my.gov.ge
18 მაისიდან აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისები იუსტიციის სახლებში ხელმისაწვდომი იქნება წინასწარი დაჯავშნის პრინციპით. მოქალაქეებს, აღსრულების ეროვნული ბიუროში დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით გაგზავნის პარალელურად, შესაძლებლობა ექნებათ, განცხადებები და დოკუმენტები იუსტიციის სახლში, მატერიალური ფორმით წარადგინონ.მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ იუსტიციის სახლში აღსრულების ბიუროს სერვისის მიღება მხოლოდ ვიზიტის წინასწარ დაჯავშნის შემთხვევაშია შესაძლებელი.
ფაქტების კონსტატაციის სერვისით სარგებლობა კვლავ შესაძლებელია. მოქალაქეებს აქვთ საშუალება, აღსრულების ეროვნული ბიუროს ქოლ-ცენტრის (032 749 649) ან ელექტრონული ფოსტის: info@nbe.gov.ge საშუალებით, დააფიქსირონ მოთხოვნა ფაქტების კონსტატაციის სერვისით სარგებლობის შესახებ. სერვისით სარგებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით კვლავ ხელმისაწვდომია.
აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2020 წლის 3 თვის ანგარიშს აქვეყნებს.2020 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში შემოვიდა 5 267 აპლიკაცია დავალიანების გადახდის შესახებ;3 თვის განმავლობაში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა დაასრულა 4 799 საქმე;