აღსრულების ეროვნულ ბიუროს, შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს ექსპერტები სტუმრობენ. ვიზიტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პარტნიორობის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი 2010 წლიდან დაიწყო და 2013 წელს დასრულდება. მისი ბიუჯეტი 5 000 000 $-ია.
აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქეებს ელექტრონულ სერვისებთან დაკავშირებით კონსულტაციებს უწევს. ბიუროს მთავარ ოფისში მოსულ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღებითვის აუცილებელ პროცედურებთან დაკავშირებით, ასევე, მოვალეთა რეესტრისა და სააღსრულებო საქმისწარმოების ელექტრონული რეესტრის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, იუსტიციის სასწავლო ცენტრის დახმარებით საგადასახადო ვალდებულებათა უზრუნველყოფის ოფიცრებისთვის ტრეინინგების ჩატარება დაიწყო სწავლება ვაკანტური თანამდებობის დაკავების 700-მდე მსურველიდან შერჩეულ 58 კანდიდატს უტარდება. თეორიულ საკითხებთან ერთად, ტრეინინგი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზეა ორინტირებული.
აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ აქციაში, სახელწოდებით "მწვანე ყუთი" ჩაერთო. აქციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ქაღალდის მეორადი გადამუშავების საწარმოს, შ.პ.ს. „ლ.მ.ს."-ს, სრულიად უსასყიდლოდ, შემდგომი გადამუშავების მიზნით, 1500კგ. ოდენობით მაკულატურა გადასცა.
2011 წლის იანვრის თვეში აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების სააღსრულებო ბიუროების აღსასრულებელ საქმეთა რაოდენობამ შეადგინა 73 308 სააღსრულებო წარმოება, საიდანაც თვის განმავლობაში შემოვიდა 6 257 სააღსრულებო წარმოება, აღსრულდა 2 634 საქმე, ხოლო დამთავრდა 2 006 საქმე, ანუ სულ დასრულებულ საქმეთა რაოდენობამ შეადგინა 4 640 საქმე.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ინტელექტუალური თამაშის "რა? სად? როდის?" შიდა ჩემპიონატი გამართა. ჩემპიონატი ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპში ბიუროს თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული 14 გუნდი მონაწილეობდა, საიდანაც მეორე, ფინალურ ეტაპში 5 გუნდი გადავიდა. გამარჯვებულ გუნდს აღსრულების ეროვნული ბიუროს გარდამავალი სიმბოლური პრიზი გადაეცა.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ იუსტიციის სასწავლო ცენტრის დახმარებით, მიმდინარე წლის 7 თებერვლიდან საგადასახადო ვალდებულებათა უზრუნველყოფის თანამშრომელთა კანდიდატებისთვის ტრენინგების ჩატარება დაიწყო. ტრენინგები იმ გამარჯვებულ კანდიდატებს უტარდებათ, რომლებმაც აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნისთვის შერჩევის ორი ეტაპი გაიარეს.
შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პარტინორობის პროექტის ფარგლებში აღსრულების ეროვნულ ბიუროს შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს ექსპერტები სტუმრობენ.