- სააღსრულებო წარმოების მხარები ვალდებულნი არიან, აღმასრულებლის გამოძახების შემთხვევაში, მიბრძანდნენ შესაბამის სააღსრულებო ბიუროში, მიიღონ მონაწილეობა სააღსრულებო მოქმედებებში, მიაწოდონ მას ზეპირი და წერილობითი ინფორმაცია, თუ ეს აუცილებელია სააღსრულებო წარმოების მიზნებისთვის;
- მოვალე ვალდებულია, აღსრულების ეროვნული ბიუროს კანონიერი მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში წარმოადდგინოს ქონების ნუსხა და წერილობითი გარანტია, რომ აღნიშნული ყველა მონაცემი სწორი და სრულია. წერილობით გარანტიის მიცემის შემდეგ მოვალის მიერ ქონების ან/და ქონებრივი უფლებების შეძენის, ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობის შემთხვევაში, იგი ვალდებულია ამის შესახებ დამატებით წერილობით აცნობოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ქონების ნუსხის წარუდგენლობა, წერილობით გარანტიაზე უარის თქმა, შეგნებულად არასწორი ინფორმაციის წარდგენა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- აღმასრულებლის მიერ ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, კრედიტორი ვალდებულია მის მიერ დადგენილ ვადაში გამოასწოროს იგი. წინააღმდეგ შემთხვევაში სააღსრულებლო ფურცელი დაუბრუნდება შეუსრულებელი სახით.
საქართველოს კანონი "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" მხარეებს გაკისრებთ გარკვეულ მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს სხვადასხვა სახის პასუხისმგებლობას.