სეკვესტრი ანუ ქონების იძულებითი მართვა აღსრულების ერთერთ სახეს წარმოადგენს. თქვენ, როგორც კრედიტორს უფლება გაქვთ წარადგინოთ განცხადება და აღსრულების საგანზე იძულებითი იპოთეკის რეგისტრაციის ან/და აუქციონის წესით რეალიზაციის ნაცვლად მოითხოვოთ, რომ აღსრულების საგანი სამართავად გადაეცეს სასამართლოს მიერ დანიშნულ მმართველს.
აღსანიშნავია, რომ აღსრულების სახეს კრედიტორი თავად განსაზღვრავს ბიუროში იძულებითი აღსრულების დაწყების თაობაზე განცხადების წარდგენისას.
კრედიტორს არ გააჩნია უფლება ერთდროულად აღსრულების რამდენიმე სახე აირჩიოს, თუმცა შეუძლია მისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებამდე აღსრულების ერთი სახის მეორეთი ჩანაცვლება მოითხოვოს.
და ბოლოს, სეკვესტრის გამოყენება დაუშვებელია იმ ქონების მიმართ, რომელიც "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის თანახმად არ ექვემდებარება ყადაღას.