თქვენ ბევრი გსმენიათ იპოთეკაზე, იპოთეკურ სესხზე (იპოთეკურ კრედიტზე), სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე და ა.შ, მაგრამ არ იცით რა არის იძულებითი იპოთეკა?
უძრავ ქონებაზე აღსრულება ხდება იძულებითი იპოთეკის რეგისტრაციით, იძულებითი აუქციონით ან სეკვესტრით (ქონების იძულებითი მართვა).
"იძულებითობა" გამოიხატება იმაში, რომ მისი დარეგისტრირება საჯარო რეესტრში ხდება მხოლოდ კრედიტორის განცხადების საფუძველზე და აღსრულების მიზნებისათვის. აქედან გამომდინარე, იგი არ იგივდება იპოთეკასთან, ვინაიდან იპოთეკა წარმოიშობა მხარეთა ორმხრივი ნების თანხვედრის შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გზით.
იძულებითი იპოთეკა იწყება რეგისტრაციით. უძრავი ქონება ასევე წარმოადგენს იძულებითი იპოთეკის რეგისტრაციის ხარჯების გარანტიას, რომელიც ეკისრება მოვალეს. იძულებითი იპოთეკით შეიძლება დაიტვირთოს მოვალის რამდენიმე უძრავი ქონება.
გაითვალისწინეთ, რომ იძულებითი იპოთეკა გამოიყენება მხოლოდ არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის არსებობისას და ერთი და იმავე კრედიტორის მიერ მხოლოდ ერთხელ.
თუ აღსასრულებელი გადაწყვეტილების მეშვეობით აღსასრულებელი საბუთი უქმდება ან აღსრულება დაუშველბლად ცხადდება, მაშინ იძულებითი იპოთეკა გადადის მისის ნაკვეთის მესაკუთრეზე. აღნიშნული ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როცა მოვალე აკმაყოფილებს კრედიტორს.