- თქვენ, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს გაინტერესებთ როგორ მიმდინარეობს თქვენი საქმისწარმოება შესაბამის სააღსრულებო ბიუროში?
- გახსოვდეთ, თუ თქვენ, თქვენს მიმართ ძალაში შესულ დადგენილების შესრულებას არ მოახდენთ კანონით დადგენილ ვადაში რომელიც შეადგენს ქვითრის ჩაბარებიდან არა უგვიანეს ოცდაათ დღეს, მაშინ თქვენ საქმეს დადგენილების გამომტანი ორგანო აგზავნის სააღსრულებო ბიუროში მოვალის ადგილსამყოფელის მიხედვით, დადგენილების იძულებითი აღსრულების მიზნით. ამ დროს კრედიტორია სახელმწიფო ბიუჯეტი და მისი აღსრულებისას სახელმწიფოს წარმოადგენს ის სახელწმიფო, ორგანო\პირი, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც წარმოებს აღსრულება ან რომლის მიმართვის საფუძველზედაც გამოიტანა სასამართლომ აღსასრულებელი გადაწყვეტილება.
- თქვენს მიმართ ადმინისტრაციული სახდელის შესახებ რამდენიმე დადგენილების გამოტანისას თითეული დადგენილება დამოუკიდებლად აღსრულდება და მას აღსასრულებლად მიაქცევს დადგენილების გამომტანი ორგანო ან თანამდებობის პირი.
- აღმასრულებელი საქმის დაწერიდან 5 დღის ვადაში გიგზავნით თქვენ შეტყობინებაას გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი შესრულების შესახებ შვიდი დღის ვადაში და ამასთან დაუყონებლივ იწყებს თქვენს სახელზე რიცხული ქონების მოძიებას. თუ თქვენს სახელზე არანაირი ქონება არ ირიცხება ან არ გაგაჩნიათ საერთო საკუთრებაზე წილი, მაშინ აღმასრულებელს უფლება აქვს ჯარიმის გადახდევინება მიაქციოს თქვენი ხელფასიდან ან სხვა შემოსავლიდან, რომელიც შეიძლება არსებობდეს საბანკო დაწესებულებაში ანგარიშის სახით
- 7 დღის ვადაში თქვენს მიმართ დაკისრებული ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, თქვენ, აღნიშნული ფაქტი უნდა შეატყობინოთ აღმასრულებელს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გაგრძელდება იძულებითი აღსრულების ღონისძიებები. საპატრულო ჯარიმების, ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვასთან დაკავშირებით სამართალდარღევის შემთხევაში აღმასრულებელი გასცემს ცნობას თავისი სამსახურეობრივი ბეჭდით დამოწმებულს, რომელიც ადასტურებს თქვენს მიერ აღნიშნული ჯარიმისა და საურავის გადახდას.
- თუ თქვენ დაჯარიმდით საქართველოს საერთო სასამართლოს თავჯდომარის ან სხდომის თავჯდომარის განკარგულების საფუძველზე სასამართლოში წესრიგის დარღვევის გამო, მაშინ თქვენ ვალდებული ხართ აღნიშნული ჯარიმა გადაიხადოთ განკარგულების გამოცხადებიდან ან ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ დაიწყება იძულებითი აღსრულება შესაბამისი სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ.
- იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სასამრთლოს გამამტყუნებელი განაჩენით შეგეფარდათ ჯარიმა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და თქვენი ან თქვენს სასარგერბლოდ სხვა პირის მიერ გამოძიების ეტაპზე გადახდილი იყო გირაოს სახით განსაზღვრული თანხა, აღმასრულებლის ნებაყოფლობითი შესრულების შესახებ წინადადების მიღების შემთხვევაში გირაოს თანხის შემტანი, გარდა იმ შემთხვევისა თუ გირაოს თანხის შემტანი არის განსასჯელი, ვალდებული ხართ მიბრძანდეთ შესაბამის სააღსრულებო ბიუროში თანხის გადახდის დამადასტურებელ ქვითართან ერთად და დაწეროთ თანხმობა გირაოს ჯარიმაში გადასვლაზე. ხოლო თუ გირაოს შემტანი არის თავად განსასჯელი, დასტური არ იწერება. მან უნდა წარმოადგინოს მხოლოდ გადახდის ქვითარი.
- აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია, სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მსჯავრდებულისა და გირაოს შემტანის წერილობითი თანხმობის საფუძველზე (ხოლო თუ გირაოს შემტანი თავად მსჯავრდებულია ან გირაო შეტანილია მსჯავრდებულის სახელით - მისი თანხმობის გარეშე), მოახდინოს აღსრულება გირაოს სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილ ფულად თანხაზე ამ კანონით დადგენილი წესით.
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დადებული ჯარიმის თანხა შეიტანება საბანკო დაწესებულებაში სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე დარციხვის შესახებ დადგენილება შესასრულებლად სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის