- ხართ გდასახადის გადამხდელი და გაგაჩნიათ დავალიანება სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ?
ამ საფუძვლით თქვენს მიმართ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში?
- გაეცანით აღნიშნული კატეგორიის საქმეთა აღსრულების წესს, პროცედურასა და საქმისწარმოების სპეციფიკას, რაც გახდება სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესიის განმავლობაში თქვენი უფლებების დაცვა-რეალიზაციის უზრუნველყოფის წინაპირობა.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "მ" ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულებას ექვემდებარება სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ.
აღნიშნული ცვლილება განხორციელდა 2010 წლის 01 აპრილს, მანამდე კი საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციას ახორციელებდა ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური.