
გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება
2009 წლის 19 ივნისს, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებას (GTZ) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:
- აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისათვის გამოიცა "ნორმატიული აქტების კრებული";
- ორგანიზებული იქნა სპეციალური ტრეინინგი აღსრულების ეროვნული ბიუროს სტაჟიორებისათვის. ტრეინინგი გაიარა 75 სტაჟიორმა;
- 2009 წლის 24-25 ივლისს, ქ. ბათუმში, ორგანიზებული იქნა "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის დახვეწაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრის მთავარ მიზანს კანონში შესული ცვლილებების განხილვა და რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების გარდა შეხვედრაში მონაწილეობდნენ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, მოსამართლეები, ადვოკატები და უცხოელი ექსპერტები;
- აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისათვის ორგანიზებული იქნა ტრეინინგები თემებზე:
1. სააღსრულებო კანონმდებლობა;
2. უცხო სახელმწიფოთა მიერ სამოქალაქო საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების აღიარება და აღსრულება საქართველოში;
3. მოქალაქეების ეფექტური მომსახურება.
სულ ტრეინინგებში მონაწილეობა მიიღო აღსრულების ეროვნული ბიუროს 150-მა თანამშრომელმა.
გარდა ამისა, მოსახლეობის ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით:
- მომზადდა 2 სატელევიზო კლიპი და 2 რადიო რგოლი თემებზე:
1. აუქციონის პროცედურები;
2. კრედიტორისა და მოვალის უფლება-მოვალეობები;
- გამოიცა საინფორმაციო ბროშურა თემებზე: "აუქციონის პროცედურები და კრედიტორისა და მოვალის უფლება-მოვალეობები";
- გამოიცა 2010 წლის კალენდარი აღსრულების პროცედურის შესახებ შემცველი ინფორმაციით;
- დამზადდა საინფორმაციო ბუკლეტების ჩასადები სტენდები, რომელიც განთავსდა ყველა სააღსრულებო ბიუროში.
პროექტის განხორციელების პერიოდი: 2009-2010 წწ
პროექტის ბიუჯეტი: 171,530.00 ლარი